პარლამენტის შენობა ქუთაისში უფუნქციოა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
დედაქალაქის მერი გამოეხმაურა ასევე „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, ქუთაისის აეროპორტი ლოჯისტიკური ჰაბი უნდა გახდეს.
„პარლამენტის შენობა ქუთაისში ყველანაირად უფუნქციოა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. აეროპორტს რაც შეეხება, აეროპორტის განვითარება ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს. ახალი ტერმინალი შენდება ქუთაისში იმისთვის, რომ უფრო კომფორტულად მოემსახუროს მგზავრთა ნაკადს, რომელიც არის. იმედია, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ქუთაისის აეროპორტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ აეროპორტით ბევრი ადამიანი სარგებლობს, როგორც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები, ისე - უცხოელი ტურისტები“, - განაცხადა კალაძდემ.