მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კახიშვილი: ავლაბრის რეზიდენცია ულამაზესია, მოუხდა თბილისს, თუმცა რა დგას მის უკან?

5f9bc3b0bec8e
ინგა მურუსიძე
30.10.20 11:39
2627
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი ამბობს, რომ ავლაბრის რეზიდენცია თბილისს ძალიან უხდება, მაგრამ მის უკან ავარიული სახლები და დანგრეული ქუჩებია.

როგორც კახიშვილმა განაცხადა, სწორედ ეს არის სხვაობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას შორის, რაც გულისხმობს იმას, რომ წინა ხელისუფლებას მხოლოდ ფასადური სილამაზე აინტერესებდა.

„ისნის რაიონი არის უბანი, სადაც შეიძლება კარგად ნახო, თუ როგორი კონტრასტი არსებობდა ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის. ავლაბრის რეზიდენცია არის ულამაზესი შენობა, რომელიც ძალიან მოუხდა თბილისს, მაგრამ ამის უკან არის ავარიული სახლები, დანგრეული ქუჩები და გაჭირვებული ხალხი. ეს იყო ის, რაც ხდებოდა - ერთ მხარეს ლამაზი ფასადი და მეორე მხარეს დანგრეული მოსახლეობა, რომელიც ითხოვდა დახმარებას და ერთი ხეც ვერ გაიმეტეს, რომ იმ ადამიანებისთვის დარეგოთ, რადგან ფასადის უკან რა ხდებოდა, არ აინტერესებდათ. დღეს ხედავთ, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროგრესს თბილისსა და საქართველოში მთლიანად“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.