მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა ოქრიაშვილი: „არის თემურ ჭყონია და ჩვენ… სად არიან ახალი ბიზნესმენები?!“

5f465fbd95d80
თამუნა ქემერტელიძე
27.08.20 00:00
2738
"პე-ეს-პე ჯგუფის“ დამფუძნებელი და მოქმედი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ახალი პარტიის - „პროგრესი და თავისუფლება“ მთავარ მიზნად სამუშაო ადგილების შექმნას ასახელებს და ამბობს, რომ ის და ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი, რომელმაც პოლიტიკაში მობრუნება გადაწყვიტა, სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც “ტრიალ მინდორზე 20 ათასი სამუშაო ადგილი შექმნეს“.

ოქრიაშილის შეფასებით, „ბიზნესგარემო საქართველოში არც ადრე იყო კარგი და არც ახლაა“.

„ჩვენ, ორმა ბიზნესმენმა ვიცით ეს საქმე, ვიცით როგორ უნდა შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, რომელიც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება. ფაქტია, კარგი ბიზნეს-გარემო რომ ყოფილიყო, ქვეყანაში საწარმოების ბუმი იქნებოდა... გადახედეთ, არის ბუმი?!

„100 ახალი საწარმო“, „იმპორტის ჩანაცვლების პროგრამა“, „მილიონი სამუშაო ადგილი“ - მსგავსი პოლიტიკური ლოზუნგი უკვე 30 წელია გვესმის, მაგრამ სადაა შედეგი?! აბა, აიღეთ კალამი და ჩამოწერეთ, რამდენი ახალი ბიზნესმენია საქართველოში, ვინ გამოჩნდა ბოლო რამდენიმე წელიწადში, მხოლოდ ერთი ან ორი”, - აცხადებს ოქრიაშვილი.

ის საქართველოში ახალი ბიზნესმენების დეფიციტს არამიმზიდველ ბიზნეს-გარემოს უკავშირებს.

„სად არის ახალი სამუშაო ადგილები ან ახალი მსხვილი კომპანიები?! კაფეებსა და რესტორნებზე არ მაქვს საუბარი... სად არიან ინვესტორები?! რომ ამბობენ, კოვიდის ბრალიაო, იქამდე რა ბუმი იყო ინვესტიციების?! პამპერსსაც კი ვერ ვაწარმოებთ და იმპორტირებულია... ანუ რაღაც აკლია ბიზნეს-გარემოს, ხომ?! არის თემურ ჭყონია და ჩვენ… თითზე ჩამოსათვლელები ვართ, ვინც წარმოებაში ინვესტიციები განახორციელა”, - აცხადებს ოქრიაშვილი.