“დეკემბრის ბოლო ერთი კვირა მხოლოდ იმაში გამოვიყენეთ, რომ რითეილ სექტორში დასაქმებული პერსონალისთვის ხელფასები მიგვეცა.” - ამის შესახებ bm.ge-ს ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძემ განუცხადა.
როგორც ხაზარაძემ განმარტა, 2020 წლის დეკემბრის ბოლო კვირა 2019 წლის ბოლო კვირის მსგავსად დატვირთული აღმოჩდა, თუმცა კოვიდ ვითარებიდან გამომდინარე გარკვეული შეფერხებები მაინც წარმოიშვა.
“თქვენც ნახეთ, რომ მოლებში მოხმარებელი მოვიდა. შესაბამისი სამსახურები დღეში რამდენჯერმე გვამოწმებდნენ და არცერთი ჯარიმა არ გამოწერილა, რითეილ სექტორმა ის პირობა შეასრულა რაც დადო. შეფერხებების ნაწილში შეგვიძლია აღვნიშნოთ ის, რომ როდესაც მომხმარებელი რიგებს ხედავდა სახლში მიდიოდა. ეს პრობლემა უფრო მეტად მოლებს შეეხო, ხოლო ქალაქის მაღაზიებში სხვა ვითარება იყო.” - აღნიშნა კახა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, 16 იანვრიდან მოლების გახსნა თუ მოხდება ეს რითეილ კომპანიებისთვის მარტივი პროცესი არ იქნება.
“16-დან არ ვიცით გავიხსნებით თუ არა. თუ გავიხსნებით და შაბათ-კვირის გამოკლებით ვიმუშავებთ, ეს კატასტროფა იქნება.
ამ პირობებში მუშაობას გვირჩევნია, რომ დაკეტილები ვიყოთ, რადგან მომხმარებლების 40% სწორედ უქმე დღეებზე მოდის. ონლაინ გაყიდვები შემოსავლების 6-7%-ია, ნახევარი იანვარი კი დასვენების დღედ არის გამოცხადებული.
რაც შეეხება თებერვალს, თებერვალი სეილის პერიოდია და უნდა ამოვყიდოთ საქონელი. თვიდან თვემდე მივდივართ და გრძელვადიან სურათსაც ვერ ვხედავთ. ამას გარდა, ლარის კურსის არასტაბილურობა კვლავ პრობლემას შეგვიქმნის. ფასებს ვერ გავზრდით, რადგან ეს ორმაგად დაგვარტყამს.” - აღნიშნა ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო