მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთში სტიქიის შედეგების დათვლა მიმდინარეობს

609257cc03ec8
ინგა მურუსიძე
05.05.21 12:40
627
29 და 30 აპრილს, ძლიერმა სეტყვამ კახეთის რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა.

როგორც bm.ge-ს სოფლის განვითარების სააგენტოდან აცნობეს, სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარების მხრიდან სადაზღვევო კომპანიებში შესულია 519 შეტყობინება.

"დაზიანებული ფართობი, დაახლოებით, 727 ჰა-ს შეადგენს. სადაზღვევო შეტყობინებები დაფიქსირდა ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებიდან. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების მიერ მიმდინარეობის ზარალის დათვლის პროცესი, რაც უმოკლეს ვადაში დასრულდება. პროცესში აქტიურად არის ჩართული სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახური", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

გარდა ამისა, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის მონაცემებით, გაცემულია 17,881 პოლისი, დაზღვეულია 18,178 ჰა მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 161.9 მლნ. ლარს აღემატება. სულ სადაზღვეო პრემიამ შეადგინა 13.4 მლნ. ლარზე მეტი, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსება 8.4 მლნ. ლარს აღემატება.