მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ვეღარ აღდგება - "უკრჰიდროენერგო"

647ee8da339ed
მარიამ ვარადაშვილი
06.06.23 12:08
3225
"უკრჰიდროენერგოს” ინფორმაციით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ვეღარ აღდგება. უწყებაში აცხადებენ, რომ ჰესის აფეთქების შედეგად კახოვსკის სადგურის მართვის განყოფილება სრულად განადგურდა.

უწყების განცხადებაში ასევე წერია, რომ ჰესის რეზერვუარში წყლის დონის ასეთი კლება საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს, რომელსაც უსაფრთხოებისთვის აუცილებელი გაგრილების სისტემისთვის წყალი ჰესიდან მიეწოდება.

რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰესი დღეს დილით ააფეთქეს, რის გამოც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, პოტენციური დატბორვის ზონაში მდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოქალაქეების ევაკუაცია გამოცხადდა. მომხდარის გამო უკრაინის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.