29.სექტემბერი .2021 00:52

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველანაირი სცენარის გათვალისწინებით, წლის ბოლომდე გავდივართ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველანაირი სცენარის გათვალისწინებით, წლის ბოლომდე გავდივართ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე
views 520
უკან

2007 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ ჰქონია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკა სწრაფი აღმავლობის გზაზე დგას.

„შესაბამისად, მე, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი მახარებდა და მახარებს, ვინაიდან ჩემს დროსაც მოხდა ეს, დაემთხვა, ასე მოხდა და რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, ვინაიდან, უფრო მეტი სამუშაო ადგილებიც შეიქმნა, უფრო მეტი ზრდა იყო ეკონომიკის. 1.2 მილიარდით გავზარდე ბიუჯეტი სულ რაღაც 6 თვეში, ლარის კურსი დასტაბილურდა, გამყარდა, ეს ყველაფერი მახარებდა და შეჯამებულად ვთქვი, რომ ეკონომიკა სწრაფი აღმავლობის გზაზე დგას და ასეც არის. ეს მხოლოდ მე არ მითქვამს, ეს თქვენს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ყველამ, რომ საქართველოს ეკონომიკა იმაზე სწრაფად აღდგა და ვითარდება, ვიდრე ეს იყო დაგეგმილი და პროგნოზირებული. ძალიან მარტივი მაგალითი მინდა მოვიყვანო - მანამდე, მათი პროგნოზების მიხედვით, წელს, ჩვენი ეკონომიკა გაიზრდებოდა ალბათ 3-4%-ით და მათვე, ძალიან მალე, შეცვალეს გადაწყვეტილება, პროგნოზები და 7.7% დაგვიწერეს. ჩვენი ღრმა რწმენით, ჩვენი ეკონომიკა წელს გაიზრდება, დაახლოებით, მინიმუმ, 10%-ით. წინასწარი შედეგები აგვისტოს თვეშიც 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, უახლოეს დღეებში გამოვა ეს პროგნოზი, მაგრამ წინასწარი დათვლებით 10%-ზე მეტია ეს ეკონომიკური ზრდა აგვისტოსთვის და შესაბამისად, 8 თვეში გამოგვდის 12%-იანი ეკონომიკური ზრდა. ყველანაირი სცენარის გათვალისწინებით, წლის ბოლომდე ჩვენ გავდივართ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო 8 წელია შენდება გზები, ინფრასტრუქტურა, ხიდები, წყალი, მელიორაცია, სოფლები, გაზიფიცირება, რაც მანამდე, პრაქტიკულად არ ყოფილა.

„ეს ნიშნავს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა გაიზრდება წელს და ჩვენი ვარაუდით, გაისად, პირველად, მას შემდეგ რაც არის დამოუკიდებელი საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 5 000 დოლარს გადააჭარბებს. ახლა თქვენ შემეკითხებით, როდის აისახება ჩვენს მოსახლეობაზე. მთავარი გამოწვევა, რა თქმა უნდა, არის სიღარიბე და უმუშევრობა. ის, რომ მეტი ადამიანი მიიღებს გაზრდილ ხელფასს, მეტი ადამიანი იშოვის სამსახურს, ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ადამიანი იშოვის სამსახურს, მეტი ადამიანი ამოვა სიღარიბიდან და რა თქმა უნდა, ეტაპობრივად, დაიძლევა ის პრობლემა, რომელიც თქვენ ახსენეთ. ერთ დღეში, რომი არ აშენებულა და რა თქმა უნდა, ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს. ამას ჰპირდებოდა სააკაშვილი, როდესაც ქმნიდა ილუზიებს, წარმოდგენებს აშენებდა ვითომ, ამ დროს, მთელი ქვეყანა იყო დანგრეული. ჩვენ ახლა ბოლო 8 წელია ვაშენებთ გზებს, ინფრასტრუქტურას, ხიდებს, წყალს, მელიორაციას, სოფლებს, გაზიფიცირებას, რაც მანამდე, პრაქტიკულად არ ყოფილა. მე კითხვა მაქვს, თუ ასე იდეალურად გამართული ქვეყანა ჩავიბარეთ, რატომ ვაშენებთ ამდენ გზებს, რატომ დავაგეთ ამდენი გზები, გაზიფიცირება, უამრავი სამუშაოები, მელიორაცია, სოფლის მეურნეობა, ასობით საწარმო დავაფინანსეთ ჩვენ, მაშინ, როდესაც ძალიან მარტივად ჩანს დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ, სააკაშვილის დროს, სააკაშვილი ბიზნესს ართმევდა ფულს და ჩვენ ბიზნესს ვეხმარებით ბიზნესის კეთებაში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, პროგრამები, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში“, დღეს გავხსენით ერთ-ერთი მთავარი, ძალიან მნიშვნელოვანი, 50 მილიონიანი საწარმო. ერთი მაგალითი, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით არის დაფინანსებული და შექმნილი. ასეთი არის უამრავი, ათეულობით და ასეულობით. მე ხუთშაბათს მექნება პრეზენტაცია, მინდა მოგიწვიოთ ყველა და მოსახლეობას ერთგვარი ანგარიში ჩავაბაროთ, ამ რვა წელიწადში რამდენი საწარმო დაფინანსდა ჩვენი მხრიდან, რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა და რამდენი მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა