მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო კომპანიამ "თბილისი ენერჯის" ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა

5ed12cc007a8a
BM.GE
29.05.20 19:37
1198
ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ სანიაღვრე ქსელის სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას ქალაქ თბილისის ცენტრალური, მაგისტრალური საშუალო წნევის D=500მმ–იანი გასზადენი დააზიანა - ამის შესახებ "თბილისის ენერჯის" განცხადებაშია ნათქვამი. 

ამ შემთხვევის გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა გლდანი–ნაძალადევის რაიონის დაახლოებით 14 000 აბონენტს.

"კომპანია "თბილისი ენერჯის" ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ინტენსიურად მუშაობენ. დაზიანებული გაზსადენის მაქსიმალურად მოკლე დროში აღსადგენად სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

კომპანია "თბილისი ენერჯი" ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო.
გაზის მიწოდების აღდგენა ხვალ, 30 მაისს დილიდან, ეტაპობრივად დაიწყება. აღდგენის ზუსტ დროს აბონენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებით (sms) ინდივიდუალურად მიიღებენ", - აცხადებენ კომპანიაში.