მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო მშენებლობის დაზღვევა - "ალდაგის" პროდუქტი ამხანაგობებისთვის

5f6099e4d1d78
ვიქტორია მღებრიშვილი
15.09.20 14:52
868
ე.წ. ამხანაგობებს, რომლებსაც სურთ, წამოიწყონ მშენებლობა კერძო ან კომერციული მიზნით, მაგრამ არ აქვთ ამისთვის საჭირო თანხები, შეუძლიათ გამოიყენონ ალდაგის - კერძო მშენებლობის დაზღვევა.

როგორც BM.GE-ის სადაზღვევო კომპანიიდან აცნობეს, ამ პროდუქტის საშუალებით, ალდაგი ე.წ. ამხანაგობებს აძლევს საშუალებას, დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე, "ალდაგის" დახმარებით, მიიღონ დაფინანსება ბანკიდან და იყვნენ გარანტირებული, რომ მათი პროექტი წარმატებით განხორციელდება.

თუ მშენებლობა წინასწარ განსაზღვრულ ვადაში არ დასრულდება, ამხანაგობის ვალდებულებას ბანკის წინაშე "ალდაგი" დაფარავს და მშენებლობის დასრულებას ის უზრუნველყოფს.

"ალდაგი" პირველი კომპანიაა სადაზღვევო ბაზარზე, რომელმაც მსგავსი პროდუქტი შექმნა უშუალოდ ამხანაგობებისთვის.

„ჩვენ ვხედავთ, რამდენად სჭირდება სექტორს მოქნილი, საჭიროებებზე მორგებული ფინანსური და სადაზღვევო გადაწყვეტები. ამიტომ შევქმენით პროდუქტი, რომელიც ერთი მხრივ უნიკალური და ინოვაციური შეთავაზებაა ამხანაგობებისთვის, მეორე მხრივ, სტიმულია ბაზრისთვის, რომ სწორად განვითარდეს“,- განაცხადა ალდაგის კორპორატიული დაზღვევის დირექტორმა დავით ეჯიბიამ.

„ალდაგმა“ ამისთვის შექმნა პორტალი https://tanamshenebloba.ge/ , რომელზეც დაინტერესებული პირები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ.
NS