მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიევს "კამიკაძე-დრონებით" უტევენ - მედია

634ce2340d01e
თამთა ჯიჯავაძე
17.10.22 09:03
787
დღეს დილით კიევის ცენტრი ისევ დაბომბეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, როგორც უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, ერთი აფეთქება შევჩენკოვის რაიონში მოხდა. შედეგად გაჩნდა ხანძარიც. კლიჩკომ მოგვიანებით კიდევ ერთი აფეთქების შესახებ განაცხადა. როგორც ცნობილია, არიან დაშავებულებიც.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის თქმით, დედაქალაქს ირანული წარმოშობის კამიკაძე-დრონებით უტევენ.

„რუსები ფიქრობენ, რომ ეს მათ დაეხმარებათ, თუმცა, მსგავსი ქმედებები მათ აგონიაზე მიუთითებს. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაც შეიძლება მალე. ნელი მოქმედებების დრო არ გვაქვს. უფრო მეტი იარაღი გვჭირდება ცის დასაცავად და მტრის გასანადგურებლად“, - განაცხადა ერმაკმა.