კიკვიძის ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა- ამის შესახებ BM.GE-ის კონტაქტორი კომპანიის “ინშაათ საქართველოს” ხელმძღვანელმა შოთა ბაღათურიამ განუცხადა. როგორც ბაღათურია ამბობს, დარჩენილია მხოლოდ მიღება-ჩაბარების დოკუმენტზე ხელის მოწერა, დანარჩენი მიმდინარე სამუშაოები კი ადგილზე სრულად დასრულდა.
მიუხედვად იმისა, რომ კომპანია ვადებში ვერ ჩაეტია, “ინშაათ საქართველოსთან” ხელშეკრულება არ შეწყვეტილა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება კი კონტრაქტორმა მხოლოდ 4 თვის დაგვიანებით შეძლო. თუ რატომ არ შეწყვიტა დამკვეთმა კონტრაქტორთან ხელშეკრულება თბილისის მერიაში ასე ხსნიან:
“შეიძლება სახელმწიფოს უფრო ძვირი დაჯდომოდა თუ ხელშკერულებას გავწყვეტდით, მოგვიწევდა თავიდან ამ პროექტის გატენდერება, ვინაიდან მოგეხსენებათ, ტენდერის დროს ხდება ობიექტების, კონრეტულად საქონლის განფასება, რომელსაც კონტრაქტორი გვთავაზობს. შესაძლოა ის განფასება, რომლითაც მას მოგებული ჰქონდა ტენდერი, უფრო გაძვირებულიყო სხვა კომპანიის შემთხვევაში და ამიტომ ჩვენ ავირჩიეთ ეს გზა”- აცხადებს გიგა გიგაშვილი თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი.
თბილისის მერიის საქალაქო სამსახურში ამბობენ, კომპანია უკვე 136 დღეა ჯარიმას იხდის, ყოველდღიურად კი ეს თანხა ხელშეკრულების ღირებულების 0.02%, ანუ დაახლოებით 1000 ლარია.
ინფორმაციისთვის, ზუსტად ერთი წლის წინ, 2019 წლის აპრილში კიკვიძის პარკში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, 225 დღეში 2019 წლის 11 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მალევე ამ ამ ვადამ 30 ნოემბრამდე გადაიწია.
კომპანიის დამფუძნებელი ჩვენთან ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ ვადების დარღვევის მიზეზი თბილისის მერიის მიერ პროექტში შეტანილი ცვლილებები გახდა, თუმცა თუ კომპანიას კონტრაქტორის ბრალეულობის მიუხედავად ვადის გადაცილების გამო ჯარიმას იხდიდა. განსხვავებული პოზიცია ჰქონდა თბილისის მერის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არ უარყოფდა პროექტში მათი მხრიდან ცვლილებების შეტანას, მაინც ამბობდა, რომ თუ გონივრულ ვადაში პროექტი არ დასრულდებოდა “ინშაათ საქართველოსთან” ხელშეკრულება შეწყდებოდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი