27.მაისი .2022 19:20

King David-ის მრავალფუნქციურ კომპლექსში სახანძრო-საევაკუაციო სწავლება-გავარჯიშება ჩატარდა

King David-ის მრავალფუნქციურ კომპლექსში სახანძრო-საევაკუაციო სწავლება-გავარჯიშება ჩატარდა
views 1027
უკან

სამუშაო სივრცეში უსაფრთხო გარემოს შექმნა და დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დღეს ბიზნესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. ეს მიზანი მით უფრო საპასუხისმგებლო ხდება, როდესაც ბიზნესცენტრებში მოქმედი კომპანიები შრომის უსაფრთხოების ერთიანი გეგმის ქვეშ ექცევიან. სწორედ ასეთი გეგმა აერთიანებთ King David-ის ბიზნესცენტრში მომუშავე კომპანიებსა და მათ თანამშრომლებს. 30-მდე კომპანიისა და King David-ის საცხოვრებელი ნაწილის მაცხოვრებლების უსაფრთხოებაზე კი კომპლექსის მმართველი კომპანია „რეზიდ სერვისი“ ზრუნავს, რომელიც წელიწადში ორჯერ სახანძრო-საევაკუაციო სწავლებას ატარებს.

საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების თანახმად, King David-ის 36-სართულიანი მორიგი სახანძრო-საევაკუაციო სწავლება-გავარჯიშება დღეს 27 მაისს წარმატებით დასრულდა.

King David-ის მრავალფუნქციურ კომპლექსის მმართველი კომპანია „რეზიდ სერვისის“ დირექტორმა დავით ხარაიძემ BM.GE-სთან ამგვარი სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კომპანია ბიზნეს ცენტრის ნაწილში სავალდებულო სწავლების გარდა, გავარჯიშებას კომპლექსის საცხოვრებელ ნაწილშიც ახორციელებს. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსგავსი სახის სწავლებების მიზანი საგანგებო სიტუაციებისთვის დროს ევაკუირებულ და სხვადასხვა პასუხისმგებელ პირთა, ასევე, შესაბამისი სისტემების მზადყოფნის შეფასებაა.



„King David ისეთ კომპლექსს განეკუთვნება, სადაც დეველოპერი აშენების შემდეგ მართვიდან არ გავიდა, დააფუძნა შვილობილი კომპანია და კომპლექსს სრულად მართავს.

დღეს ჩვენ მიერ განხორციელებული სახანძრო განგაშის სწავლება 2 ეტაპს მოიცავს. მისი ერთი ნაწილი ბიზნესცენტრში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას გულისხმობს და ის სავალდებულოა, ხოლო მეორე ნაწილი საცხოვრებელი კორპუსია, სადაც ამ სწავლების განხორციელების ვალდებულება არ გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ადამიანების უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, სწავლება მთელ კომპლექსში ჩატარდა.

ასეთი შემთხვევების დროს პრობლემას გაურკვევლობა და პანიკა წარმოადგენს. ეს პროცესი კი იმას ემსახურება, რომ ადამიანებმა მსგავსი შემთხვევების პირობებში სწორად მოქცევის ჩვევები გაითავისონ. უნდა აღვნიშნოთ, რომ King David-ის კომპლექსს განგაშის ზარზე არსებული ევაკუაციის გეგმა აქვს, რომელიც ყველა კომპანიას აქვს გაგზავნილი და შესაბამისი ტრენინგებიც გავლილი აქვთ. იმისთვის კი რომ რეალური განგაშის დროს ეს გეგმა ეფექტიანი იყოს პერიოდულად სწავლებას ვახორციელებთ“, - განმარტა „რეზიდ სერვისის“ დირექტორმა დავით ხარაიძემ.

მრავალფუნქციური კომპლექსი გერმანული კომპანია SIEMENS-ის თანამედროვე სახანძრო უსაფრთხო სისტემებით არის აღჭურვილი, რომელიც დეტექციის, ხანძარქრობის და ვენტილაციის სისტემებს მოიცავს და კომპლექსის ინფრასტრუქტურა კომპლექსში მყოფი ადამიანების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

„შენობა BMS-ის სისტემით არის აღჭურვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპლექსი ერთიანი ელექტრონული სისტემით იმართება. ყველა სისტემა სრულყოფილია და მუდმივ მონიტორინგს გადის, რათა ევაკუაციის დროს ყველაფერი გამართულად წარიმართოს და შენობაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული“, - უთხრა BM.GE-ს დავით ხარაიძემ.



მისივე ინფორმაციით, მრავალფუნქციურ კომპლექსში მოსახლეთა თუ დასაქმებულთათვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად King David-ის მმართველი კომპანია ისეთ გამოცდილ აკრედიტებულ კომპანიასთან თანამშრომლობს, როგორიცაა „ბაუ სეიფთია“. სწორედ მათთან პარტნიორობით არის შედგენილი King David-ის უსაფრთხოების გეგმაც.

სახანძრო საევაკუაციო სწავლება/გავარჯიშების შემდეგ „რეზიდ სერვისის“ დირექტორმა პროცესში ჩართულ ყველა კომპანიას მაქსიმალური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

(R)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა