12.მარტი .2020 12:40

კლუბი "მტკვარზე" კორონავირუსის გამო დროებით დაიხურა

views 235
უკან

კლუბი "მტკვარზე" კორონავირუსის გამო, დროებით დაიხურა, - ამის შესახებ განცხადებას კლუბის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმისთვის რომ ვირუსის გავრცელება არ მოხდეს, მნიშვნელოვანია მოქალაქეებისა და ბიზნესის პასუხიმსგებლობა იყოს მაღალი.

"კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღეთ კლუბის დროებით დახურვის გადაწყვეტილება.

ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს და საჯარო შეკრებები მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.

ახლა დროა გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რომ ვირუსის გავრცელებას ხელი შევუშალოთ, რისთვისაც თითოეული მოქალაქის და ბიზნესის პასუხისმგებლობა და სწორი მოქმედება მნიშვნელოვანია.

ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ვთვლით რომ აუცილებელი და წინდახედული ნაბიჯია.
იმედია, ძალიან მალე გაქრება საფრთხეები და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს და საცეკვაო მოედნებს.
სიყვარულით "მტკვარზე", - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა