“შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ძლიერმა და კარგად განვითარებულმა საბანკო სისტემამ გარკვეულწილად დაჩრდილა კაპიტალის ბაზარი,”- გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
მისი თქმით, 2016 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში კორპორატიული ფასიანი ქაღალდების მოცულობა ყოველწლიურად საშუალოდ 40%-ით იზრდება. ამასთან გვენეტაძე ამბობს, რომ მცდარია შეხედულება, თითქოს კაპიტალის ბაზრის განვითარება ავტომატურად საფონდო ბირჟის განვითარებას ნიშნავს, სინამდვილეში ეს ხანგრძლივი პროცესია და არსებულ რეალობაში არაერთ საკანონმდებლო ცვლილებასთან არის დაკავშირებული.
“კაპიტალის ბაზრის განვითარება სამწუხაროდ, ძალიან ბევრს მიაჩნია ბირჟის განვითარებად, რომელსაც ელვარე ეკრანები და მორბენალი სტრიქონები აქვს - ეს ასე არ არის. რეალურად კაპიტალის ბაზრის განვითარება დაკავშირებულია მისი საკანონმდებლო საფუძვლების განვითარებასთან, რაც საკმაოდ ნელი პროცესია. ამასთან, მის განვითარებაში როლს თამაშობს როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების მხარეები.
უნდა ვთქვა, რომ გააქტიურებულია არამარტო სახაზინო ვალდებულებების მიმართულება, არამედ დილერების კუთხითაც არის ცვლილებები. კორპორატიული ფასიანი ქაღალდების რაოდენობაც საკმაოდ გაზრდილია.
2016 წლიდან მოყოლებული, ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდები საშუალოდ 40%-ით იზრდებოდა. შესაბამისად, კომპანიებისთვის დაფინანსების მოზიდვის ალტერნატიული მეთოდები ნამდვილად გამოჩნდა.
შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ძლიერმა და კარგად განვითარებულმა საბანკო სისტემამ გარკვეულწილად დაჩრდილა კაპიტალის ბაზარი. 2020 წელს რა რეფორმაც განხორციელდა კაპიტალის ბაზრის მიმართულებით, ვფიქრობ, რომ უპრეცედენტო იყო. 2009 წლის შემდეგ ასეთი დიდი საქმე არ გაკეთებულა ამასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონიც მივიღეთ გასულ წელს.ეს ყველაფერი კი ეხმარება იმას, რომ ალტერნატიული დაფინანსების წყაროები უფრო და უფრო მეტად გახდეს პოპულარული.
ვფიქრობ, რომ საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა იყო, რაც საქართველოში განხორციელდა. სამწუხაროდ საკმაოდ ცუდი PR-ით წარიმართა და არ იყო ნამდვილად კარგი ამის მოსმენა. ვფიქრობ, რომ დანაზოგების მობილიზაციის თვალსაზრისით, ეს რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ლარის რესურსი, რომელთა გამოყენება და ჩაბრუნებაც შესაძლებელი იქნება ეკონომიკაში და ეს არის უფრო ნაკლებ-რისკიანი, ვიდრე უცხოური ვალუტის კაპიტალი,”- ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი