მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე: ეროვნული ბანკი დღეს $40 მილიონს გაყიდის

5f61cd2b9074c
შოთა ტყეშელაშვილი
16.09.20 12:29
1601
საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს $40 მილიონს გაყიდის. ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გააკეთა. ამასთანავე, გვენეტაძემ თქვა, რომ წლის ბოლომდე სებ-ი, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტ რესურსს გაყიდის.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სავალუტო ბაზარზე არსებული მერყეობა COVID-19-ის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, წინასაარჩევნო პერიოდსაც დაუკავშირა.

“ბოლო პერიოდში ლარი, დაახლოებით 2%-ით არის გაუფასურებული. მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში როგორც წესი, არის ხოლმე დროებითი სავალუტო დაძაბულობა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ დაძაბულობას რაიმე მატერიალური შედეგი მოჰყვება ინფლაციასთან დაკავშირებით და მოგეხსენებათ, რომ ამ უპრეცედენტო შოკის გამო აქტიურები ვართ სავალუტო ბაზარზე, მთელი მიმდინარე წლის განმავლობაში. არ მინდა, წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ იმხელა დანაკლისის პირობებში, რაც საქართველომ განიცადა და რეზერვების დაგროვების პირობებში, ვფიქრობთ, რომ $200 მილიონზე მეტი თანხა იქნება მიწოდებული ბაზარზე.

ამ დრომდე სებ-მა 12 ინტერვენცია განახორციელა, რომლებზეც ჯამურად 380 მილიონი დოლარი გაყიდა.

დღეს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.