მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე: საბანკო სესხების პორტფელის 8.8% უკვე რესტრუქტურიზებულია

601a7adda331f
შოთა ტყეშელაშვილი
03.02.21 20:20
1004
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, არსებული მდგომარეობით საბანკო სესხების 8.8% რესტრუქტურიზებულია. მისი თქმით, პანდემიის დაწყებამდე რესტრუქტურიზებული სესხების წილი პორტფელის 3.7% იყო. 

გვენეტაძის განმარტებით, სესხების რესტრუქტურიზების ყველაზე მეტ მოთხოვნებს ბანკები უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე იღებენ. მათ შორის კი პირველ ადგილზე ევროს იპოთეკური სესხებია, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეებს, რომლებმაც კურსის გაუფასურებამდე აიღეს ევროში სესხები, ახლა მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნათ. 

"რესტრუქტურიზებული სესხების ოდენობა 2020 წლის თებერვალში არსებული 3.7%-დან 8.8%-მდე გაიზარდა.

პრობლემა უმეტესწილად ექმნებათ სესხებს, რომლებიც უცხოურ ვალუტაში არის გაცემული. თუ გადავხედავთ რესტრუქტურიზებული სესხების სიას, რესტრუქტურიზაციების ყველაზე მაღალი წილი  მოდის ევროს სესხებზე. მოგეხსენებათ იყო პერიოდი, როდესაც დაბალი საპროცენტო განაკვეთი იყო ევროს იპოთეკურ სესხებზე და აქედან გამომდინარე საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა. ჩვენ მაშინ გავაკეთეთ მომხმარებლების გაფრთხილება, რომ არ მომხდარიყო სავალუტო რისკების გაუთვალისწინებლობა ამ სესხების აღებისას, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს დაბალი საპროცენტო განაკვეთები ჰქონდა განსაკუთრებით იპოთეკებს. დღეს უკვე ვხედავთ, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა მათ რესტრუქტურიზებაზეა და გაზრდილი არის მოთხოვნები 21%-ით.

ამის შემდეგ მოდის დოლარში რესტრუქტურიზებული სესხები და გაცილებით დაბალი, 8% ეს არის მოთხოვნები ლარის სესხების რესტრუქტურიზაციაზე. ეს აჩვენებს, რომ მიზანშეწონილია ვალის იმ ვალუტაში აღება, რომელშიც შემოსავალი გაქვთ.

თუ შევხედავთ უმოქმედო სესხებს, აქ ზრდის ყველაზე მაღალი რაოდენობა არის დოლარის სესხებში, შემდეგ ევროს სესხებში, ყველაზე დაბალი ზრდა კი ლარის სესხებშია,"- აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.