მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე საქსტატის მიერ ინფლაციაში სუბსიდიების ასახვის საკითხს განმარტავს

601a7b40f1984
შოთა ტყეშელაშვილი
03.02.21 12:44
699
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის შეფასებით, საქსტატის მიერ კომუნალური ტარიფების სუბსიდიის ყოველთვიურ ინფლაციაში გათვალისწინება სწორ მიდგომად უნდა ჩაითვალოს, რადგანაც ინფლაციის ინდექსი უნდა ზომავდეს საქონლის იმ ღირებულებას, რასაც მომხმარებლები ფაქტობრივად იხდიან.

ამასთან, კითხვაზე თუ რა გავლენას ახდენს ეს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, გვენეტაძე პასუხობს, რომ სუბსიდირება “ერთჯერად’ ფაქტორად ითვლება და შესაბამისად სებ-ს მასზე რეაგირება არ აქვს.

“საქსტატი ხელმძღვანელობს საერთაშორისო მეთოდოლოგიით და ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, მნიშვნელოვანი არის ფასი არა განყენებულად, არამედ მოხმარებლისათვის თუ რა ხარჯის გაწევა მოხდა და ამ ხარჯის ცვლილება დროში. შესაბამისად, როდესაც რაიმე საქონლის ფასი იზრდება, მაგრამ თუკი მას ფარავს სახელმწიფო ან რაიმე სხვა სუბსიდია, ის შინამეურნეობის ხარჯებზე და ფასების ინდექსზე აისახება.

რაც შეეხება პოლიტიკის რეაგირებას, როდესაც ხდება ერთჯერადი მოვლენები, რომელთაც გავლენა აქვთ ფასებზე, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკები არ აკეთებენ რეაგირებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ინფლაციის გადახრამ შეიძლება იმოქმედოს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ის ინფლაცია, რომელიც გვაქვს დღეს, არამედ ის თუ რა ინფლაციას ველოდებით პროგნოზის მიხედვით. ჩვენი პროგნოზი გვეუბნება, რომ ინფლაცია საშუალოდ 4%-ის დონეზე შენარჩუნდება. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ საჭირო არის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის უფრო გახანგრძლივებულად შენარჩუნება,”- აცხადებს კობა გვენეტაძე.

ეროვნულმა ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს. ამასთანავე, სებ-ი მომავალში განაკვეთის გამკაცრებას არ გამორციხავს.

საქსტატის დღევანდელი ანგარიშის თანახმად, იანვარში ინფლაცია 2.8% იყო. კომუნალური ტარიფების სუბსიდირების გამოკლებით კი ინფლაცია 4.57%-ს შეადგენს.