მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფინანსირების განაკვეთი 1 პპ-ით შემცირდება, ეკონომიკური ზრდა 5% იქნება - მაკროპროგნოზები

64a2ce641fabc
შოთა ტყეშელაშვილი
03.07.23 17:34
1998
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური პროგნოზები განაახლა. სებ-ის შეფასებით 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება. ანალოგიური პროგნოზი აქვს ეროვნულ ბანკს 2024 და 2025 წლებისთვისაც. 

ამასთან, სებ-ის პროგნოზით, 2023 წელს საქართველოში ინფლაციის საშუალო დონე 2.8%, 2024 წელს კი 3.2% იქნება. 2025 წლისთვის კი ინფლაცია 3.3%-ზე არის ნავარაუდევი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი გეგმავს გააგრძელოს რეფინანსირების განაკვეთის შემცირება. ამჟამად ეს განაკვეთი 10.5%-ზეა, რაც ეროვნული ბანკის შეფასებით, წელს კიდევ 1%-ით შემცირდება. შესაბამისად, წლის ბოლოს საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი სავარაუდოდ 9.5%-ზე იქნება. 

მაკროეკონომიკური პროგნოზის შენარჩუნების შემთხვევაში, 2024 წლისთვის ეროვნული ბანკი განაკვეთის 8.25%-მდე შემცირებას, ხოლო 2025 წლისთვის კი 7.25%-მდე შემცირებას გეგმავს. 

ეროვნული ბანკი 2023 წელს უმუშევრობის დონის 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირებასაც პროგნოზირებს, ხოლო 2024 და 2025 წლებში უმუშევრობის მაჩვენებლის უცვლელად შენარჩუნებას მოელის. ამჟამად უმუშევრობის დონე ქვეყანაში 18%-ზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები