მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოჯორში $40 მლნ-ის ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული - "ბიოლის" დამფუძნებელი

60f2cc44acb31
BM.GE
18.07.21 10:02
2032
ქართული ველნეს კურორტის „ბიოლის“ დამფუძნებელი, თამაზ მჭედლიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის კოჯორში $40 მლნ-ის ინვესტიცია აქვს ჩადებული. როგორც მან Forbes talks-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, ყველას უკვირს, ამხელა ტერიტორიაზე ამდენი ინვესტიცია რატომ ჩადო.

„აქ არის სულ 32 ჰექტარის ფართობის ტერიტორია და მხოლოდ 13 კოტეჯი. თუმცა, ეს ჯერჯერობით. მე აქ შევქმენი ის, რაც ჯერ არავის გაუკეთებია. ეს არის ქართული ველნესი, რასაც სჭირდება დამუშავება. შესაბამისი პერსონალის მომზადება. იქმნება აბსოლუტურად ახალი და უნიკალური ინდუსტრია Georgian Wellness - ქართული ველნესი. საქართველოში რომ ტურისტი ჩამოვა, უნდა იცოდეს, რომ თაფლი ქართულია, ღვინო საქართველოდან მოდის, ეს ყველაფერი კარგად შესაფუთია. სხვათა შორის, ჩვენ ახალი სპეციალობაც კი დავარეგისტრირეთ. ეს არის ველნეს-თერაპევტი, რომელსაც ეცოდინება ავადმყოფობის მკურნალობის კი არა, ჯანმრთელობის შენარჩუნების ტექნოლოგიები. ასევე, ვაპირებთ შევქმნათ ინსტიტუტი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერტიფიცირებით, რათა ახალი ცნება - ქართული ველნესი - მსოფლიოში ამის მეშვეობითაც გავიტანოთ.

აქ ჯამში 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია მაქვს უკვე განხორციელებული. ყველანაირი ინფრასტრუქტურა ჩვენ თავად გავაკეთეთ. სახელმწიფო არ დაგვხმარებია“, - განაცხადა მჭედლიძემ.