მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ მსოფლიო ბაზარზე ახალი მინერალური წყლით შედის

5f19720d127d7
ელენე გოგბერაშვილი
23.07.20 15:37
6652

2020 წლის 22 ივლისს, კომპანია ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ განაცხადა, რომ თავის პორტფოლიოს აფართოვებს და ახალი მინერალური „მთის“ წყლის წარმოებას იწყებს.

„მთის“ წყლის ტექნოლოგიური თვისებები და ხარისხი გარანტირებულია კომპანია „Coca-Cola”-ს საერთაშორისოდ აღიარებული სანდოობის სტანდარტებით.

ნიშანი „მთის წყალი“ „კოკა-კოლას“ პორტფელში არის რეგისტრირებული და წარმოადგენს ერთ-ერთ სერიოზულ საექსპორტო პროდუქტს და საერთშორისო ბაზარზე სწორედ კოკა-კოლას სადისტრიბუციო არხებით გავა.

„მთის“ წყალის ბრენდის შექმნაში „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ 3 200 000 ევროს ინვესტიცია განახორციელა.

„2019 წელს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ მიიღო 25- წლიანი ლიცენზია მტკნარი წყლის მოპოვებაზე. ეს შესაძლებლობა მოგვეცა, რადგან მოხდა ჩვენი წარმოების რელოკაცია თბილისიდან ნატახტარში.

2 წლის განმავლობაში კოკა-კოლა ატარებდა ძალიან სერიოზულ ჰიდროგეოლოგიურ და ქიმიურ კვლევებს წყალზე, რითიც ჩვენ ვაწარმოებთ პროდუქციას და სასიხარულო ფაქტია, რომ საქართველომ მიიღო მსოფლიოში აპრობირებულ კოკა-კოლას კომპანიის მიერ სანდოობის უმაღლესი სტანდარტი და შეიქმნა ქართული ბრენდი სახელწოდებით „მთის“, რომელიც დარეგისტრირდა უკვე საერთაშორისო კომპანია კოკა-კოლას პორტფელში, რომელშიც სადღაც 500-ზე მეტი ბრენდია სხვადასხვა გაზიანი და არაგაზირებული სასმელების და პირველად ისტორიაში ქართული წყალი გადის საერთაშორისო ასპარეზზე საბრძოლველად კოკა-კოლას დახმარებით.

სავაჭრო ნიშანი უკვე დარეგისტრირებულია კოკა-კოლას მიერ, შემდეგი თვიდან უკვე „მთის“ წყალი წავა ექსპორტზე ამიერკავკასიაში და შუა აზიის ქვეყნებში. ეს უდიდესი საექსპორტო პოტენციალია ჩვენი ქვეყნისთვის. ასევ მიმდინარეობს მოლაპარაკება სერიოზულ ბოთლერებთან, რომლებიც მსოფლიოს 200- ზე მეტ ქვეყანაში არიან წარმოდგენილი და მძლავრი სარეალიზაციო არხები გააჩნიათ. ყველა ამ სარეალიზაციო არხებში მოხვდება ქართული წყალი. „მთის“ ბრენდის შექმნაში 3 200 00 ევროს ინვესტიციაა ჩადებული. ძალიან სასიხარულო ფაქტი ისაა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მიდის ჩვენი წყალი“- აცხადებს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას მარკეტინგის დირექტორი, გოგა რობაქიძე.

„მთის“ წყალი ამ ეტაპზე ნახევარლიტრიან და ლიტრანახევრიან მოცულობით არის წარმოდგენილი, ხოლო უახლოესს მომავალში 0.75ლ და 0.33ლ შუშის შეფუთვაში იქნება ხელმისაწვდომი.



„24 ათასი ბოთლი იწარმოება საათში. ვაწარმოებთ ნახევარლიტრიან და ლიტრანახევრიან ბოთლებში. ამავე დროს ჩამოსხმული იქნება შუშის ბოთლში სარესტორნო ქსელისთვის.

ისეთი რესურსი გაგვაჩნია, რომ წყლის ბაზარზე ვიქნებით პირველები“-აცხადებს bm.ge-თან გოგა რობაქიძე, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" მარკეტინგის დირექტორი.



კომპანიის სადისტრიბუციო სისტემა მომავალი კვირიდან „მთის“ წყალს მთელ საქართველოს მიაწოდებს.