მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოლეგებმა დამარწმუნეს, რომ იტალია მხარს დაუჭერს რუსეთის SWIFT-დან გათიშვას - კულება

62192436ee5d0
თამთა ჯიჯავაძე
25.02.22 22:47
987
"ჩემმა კოლეგებმა დამარწმუნეს, რომ იტალია მხარს დაუჭერს რუსეთის SWIFT-დან გათიშვას", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერზე“ წერს.

„ზარი ჩემს იტალიელ კოლეგასთან. უკრაინას სრული სოლიდარობა აქვს. ჩემმა კოლეგებმა დამარწმუნეს, რომ იტალია მხარს დაუჭერს რუსეთის SWIFT-დან გათიშვას“, - წერს დმიტრო კულება.

ცნობისთვის: SWIFT-ის სისტემიდან რუსეთის გარიცხავზე გუშინ ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმაც ისაუბრა და თქვა, რომ ევროკავშირთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთი სისტემას არ გამოეთიშება, თუმცა იქვე დასძინა, რომ შესაძლებელია ამ საკითხს დაუბრუნდნენ.

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ ბერლინი რუსეთის SWIFT-დან გარიცხვისთვის ღიაა, თუმცა თავდაპირველად საჭიროა, გამოითვალოს ის ეკონომიკური შედეგები, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება.

SWIFT ტრანზაქციების განხორციელებისას ინფორმაციას ბანკებს აწვდის. მაგალითად, აშშ-ის ბანკებს აქვთ უნიკალური SWIFT კოდები, რომელთაც მომხმარებელი საბანკო გადარიცხვებისას იყენებენ. დღეის მდგომარეობით, ის მსოფლიოს მასშტაბით 11 ათას ფინანსურ ინსტიტუტს აერთიანებს.