მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომბოსტო და ლიმონი - TOP-10 პროდუქტი, რომლებიც ივნისში ყველაზე მეტად გაძვირდა/გაიაფდა

60e053c6555b9
ირაკლი მაკალათია
03.07.21 16:09
1171
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 9,9% შეადგინა.

გთავაზობთ TOP-10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2021 წლის ივნისში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).


1. კომბოსტო - ფასი გაიზარდა 105,8%-ით;
2. მზესუმზირის ზეთი - 96,1%-ით;
3. ჭარხალი- 60,6%-ით;
4. წიწაკა - 59,2%-ით;
5. ბენზინი - 58,7%-ით;
6. თერმომეტრი - 55,9%-ით;
7. დიზელის საწვავი - 52,0,%-ით;
8. სტაფილო - 47,4%-ით;
9. შაქარი - 34,6%-ით;
10. სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები - 29,4%-ით.

ასევე, გთავაზობთ TOP-10 პროდუქტის სიას, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2021 წლის ივნისში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. ლიმონი - ფასი შემცირდა 38,3%-ით
2. მწვანე ლობიო - (-33,1)%-ით;
3. ვაშლი - (-30,3)%-ით;
4. მანდარინი - (-30,2)%-ით;
5. ყურძენი - (-25,2)%-ით;
6. ქლიავი - (-25,1)%-ით;
7. პომიდორი - (-21,1)%-ით;
8. ატამი - (-21,0)%-ით;
9. ბადრიჯანი - (-14,6)%-ით;
10. მამაკაცის შარვალი - (-12,3)%-ით.