მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს ქვეყანამ $6 მლნ-ის მარილი იყიდა - სად ვყიდულობთ პროდუქტს?

63f4978e7b9a1
ვიქტორია მღებრიშვილი
21.02.23 14:31
916
საქართველომ გასული - 2022 წლის განმავლობაში 15 ათასი ტონით მეტი მარილი შეიძინა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნიდან 69 810 ტონა მარილის შესაძენად 6 მილიონ 134 ათასი დოლარი გავიდა.

ღირებულების მიხედვით იმპორტი, 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 31.1%-ით, მოცულობით კი 29%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, გასული წლის მარილის იმპორტი ბოლო ათი წლის განმავლობაში რეკორდული იყო.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე დიდი რაოდენობით მარილი თურქეთიდან შევიძინეთ. ღირებულების მიხედვით TOP-3 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

1. თურქეთი - 2.5 მლნ დოლარი, 36 070 ტონა;
2. ირანი - 1.5 მლნ დოლარი, 21 959 ტონა;
3. აზერბაიჯანი - 1 მლნ დოლარი 7 407 ტონა.

ამ ქვეყნების გარდა, მარილის იმპორტი უკრაინიდან, ყაზახეთიდან, საბერძნეთიდან, თურქმენეთიდან, ნიდერლანდებიდან, პორტუგალიიდან, პაკისტანიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და მცირე მოცულობებით სხვა ქვეყნებიდან განხორციელდა.

შეგახსენებთ, საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის სილვიუ დომენტეს განცხადებით, საქართველოში მარილის მოხმარება, განსაკუთრებით მამაკაცებში ძალიან მაღალ ნიშნულზე, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდირებულ დოზაზე ორჯერ მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები