მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინის ბოცებისა და ბოთლების იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა - მთავარი ბაზარი რუსეთია

64020d14dd783
ვიქტორია მღებრიშვილი
04.03.23 00:15
1398
2022 წელს საქართველოდან 143 109 ტონა მინის ბოცების და ბოთლების შესაძენად 74 მილიონ 299 ათასი დოლარი გავიდა. იმპორტის ღირებულება გასული წლის განმავლობაში 57%-ით, ხოლო მოცულობა 32.3%-ით გაიზარდა.

ბოლო ათი წლის მანძილზე მინის ბოცების და ბოთლების იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა.

გასული წლის განმავლობაში ამ დასახელების საქონლის მთავარი საიმპორტო ქვეყანა რუსეთი იყო. იმპორტი გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან. ამ ბაზარზე მთლიანი იმპორტის 58.8% მოდიოდა. ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

1. რუსეთი - 43.7 მლნ დოლარი, 89 219 ტონა;
2. სომხეთი - 15.1 მლნ დოლარი, 35 531 ტონა;
3. უზბეკეთი - 2.6 მლნ დოლარი, 6 512 ტონა;
4. უკრაინა - 2.2 მლნ დოლარი, 2 023 ტონა;
5. ჩინეთი - 2.1 მლნ დოლარი, 1 035 ტონა;
6. თურქეთი - 2 მლნ დოლარი, 2 832 ტონა;
7. მოლდოვა - 2 მლნ დოლარი, 2 494 ტონა;
8. საფრანგეთი - 1.3 მლნ დოლარი, 861 ტონა;
9. იტალია - 881 ათასი დოლარი, 518 ტონა;
10. ყაზახეთი - 503 ათასი დოლარი, 745 ტონა.

აღსანიშნია, რომ 2023 წლის იანვარში მინის ბოთლებისა და ბოცების იმპორტი თითქმის გაორმაგებულია. ჯამში ქვეყანამ მხოლოდ ინვარში 5 მილიონ 561 ათასი დოლარის მინის ბოთლები და ბოცები შეიძინა. ზრდა 91%-ია. ამ შემთხვევაშიც იმპორტის დიდი და ძირითადი წილი - 64.1% რუსეთზე მოდის. ამ მიმართულებით 6 807 ტონა საქონლის შესაძენად 3 მილიონ 569 ათასი დოლარი გავიდა.