მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად ყიდულობს საქართველო ხახვს, რომელიც წლიურად 111%-ით გაძვირდა

644f72d433ec2
ვიქტორია მღებრიშვილი
01.05.23 12:48
6145
2023 წლის მარტში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ხახვი 110.7%-ით გაიზარდა. როგორ შეიცვალა ხახვის ღირებულება აპრილში, აღნიშნული ინფორმაცია საქსტატის მიერ 3 მაისს სამომხმარებლო ფასების ინდექსში იქნება აღნიშნული.

BM.GE დაინტერესდა - საიდან შემოგვქონდა ხახვი გასულ წელს და შეიცვალა თუ არა საიმპორტო ქვეყნების გეოგრაფია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 2 მილიონ 731 ათასი დოლარის ღირებულების 7 220 ტონა ხახვი შეიძინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს ღირებულებით მცირედით 11.2%-ით აღემატება, ხოლო მოცულობით 6.7%-ით ჩამორჩება.

თვეების ჭრილში თუ შევხედავთ, იანვარ-თებერვალში ქვეყანაში 1 მლნ-დან 1.3 მლნ დოლარამდე ღირებულების ხახვი შემოვიდა, მარტში კი იმპორტი 347 ათას დოლარამდე შემცირდა.

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ხახვი 5 ქვეყნიდან შეიძინა. გასულ წელს ამ დროისთვის საიმპორტო ქვეყნებში მხოლოდ თურქეთი და ნიდერლანდები იყვნენ. მათგან მთავარი საიმპორტო ბაზარი თურქეთი იყო, თუმცა თურქული ხახვის იმპორტის მოცულობები გასული წლის პირველ კვარტალში, მიმდინარე წლისას აღემატებოდა. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ წელს იანვარ-მარტში ხახვის ჯამური იმპორტი სწორედ თურქეთიდან საქონლის იმპორტის შემცირების გამო შემცირდა. კონკრეტულად კი თურქეთიდან მხოლოდ იანვარ-თებერვალში 336 ათასი დოლარის ღირებულების 882 ტონა ხახვი შემოვიდა, მარტში კი იმპორტი არ დაფიქსირებულა.

აღსანიშნია, რომ თურქეთის ბაზრიდან ხახვის იმპორტის შემცირება, ამ პერიოდისთვის ვერც რუსეთის ბაზრის გააქტიურებამ დააბალანსა.

საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

1. რუსეთი - 1.6 მლნ დოლარი, 4 249 ტონა;
2. აზერბაიჯანი - 703 ათასი დოლარი, 1 869 ტონა;
3. თურქეთი - 336 ათასი დოლარი, 882 ტონა;
4. ეგვიპტე - 74 ათასი დოლარი, 216 ტონა;
5. ნიდერლანდები - 6 ათასი დოლარი, 3 ტონა.

აღსანიშნია, რომ 2022 წელს საქართველოში ჯამურად 10.7 მლნ დოლარის ღირებულების 31 578 ტონა ხახვის იმპორტი განხორციელდა. იმპორტის 58.9% თურქეთის ბაზარზე მოდიოდა.

რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში 5 500 ტონა ხახვი იწარმოა, მაშინ როდესაც 2021 წელს 8 400 ტონა იყო, 2020 წელს კი 11 600 ტონა. გასულ წელს შემცირდა ამ კონკრეტული ერთწლოვანი კულტურის ნათესი ფართობი, რამაც 700 ჰექტარი შეადგინა. (2021 წელს 1 100 ჰექტარი). 1 ჰექტარზე ხახვის საშუალო მოსავლიანობა გასულ წელს 7.8 ტონა იყო. 2021 წელთან მოსავლიანობა მცირედით შემცირდა. გასულ წელს საშუალო მოსავლიანობა 1 ჰა-ზე 8 ტონა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები