მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სათვალეებისა და ანალოგიური ოპტიკური საშუალებების იმპორტი გაიზარდა - TOP-10 იმპორტიორი

64a189c28ae19
ვიქტორია მღებრიშვილი
02.07.23 18:34
862
2023 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში საქართველოში სათვალეებისა და ანალოგიური ოპტიკური საშუალებების იმპორტი გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, წელს საქართველოში 3 მილიონ 656 ათასი დოლარის ღირებულების 73 ტონა ამ დასახელების საქონელი შემოვიდა.

შეძენილი საქონლის ღირებულება გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 51.1%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობა 21.9%-ით. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იანვარ-მაისის განმავლობაში საიმპორტო საქონლის ღირებულება გაიზარდა.

საიმპორტო ბაზრებს შორის პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს. ამ მიმართულებიდან წელს ჯამში 1 მილიონ 675 ათასი დოლარის ღირებულების 56 ტონა სათვალეები და ანალოგიური ოპტიკური ხელსაწყოები შემოვიდა. მეორე ქვეყანა კი საიდანაც იმპორტი ხორციელდება იტალიაა. საანგარიშო პერიოდში იტალიიდან 1 მილიონ 372 ათასი დოლარის 4 ტონა საქონელი შემოვიდა.

სათვალეებისა და ანალოგიური ოპტიკური ხელსაწყოების იმპორტი მცირე მოცულობებით საფრანგეთიდან, თურქეთიდან, გერმანიიდა, ავსტრიიდან, ჰონ-კონგიდან, ნიდერლანდებიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, პოლონეთიდან, ესპანეთდან და რუსეთიდან განხორციელდა.

რაც შეეხება იმპორტიორ კომპანიებს, რომლებიც პირველი ხუთი თვის განმავლობაში სათვალეებისა და ანალოგიური ოპტიკური ხელსაწყოები შემოჰქონდათ, TOP-10 კომპანიის ჩამონათვალი ასეთია: შპს ჯემინი; შპს ტრეიდ კომპანი; შპს რონიკო; შპს კენარი; შპს თორელი; შპს დ-ინვესტი; შპს გიგლს; შპს "საჯეირნო"; სს გეფა; იმ სუსანა კოსიანი.

შენიშვნა: იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები