მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კომენდანტის საათის“ გადაწევა ტრანსპორტის განტვირთვის გამოსავალი არაა - ტიკარაძე

60896473d5549
თელარა გელანტია
28.04.21 17:31
10255
ამ ეტაპზე მთავრობა „კომენდანტის საათის“ დაწყების დროის თუნდაც 2 საათით გადაწევას არ აპირებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამ თემაზე ეკატერინე ტიკარაძეს კითხვები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მარიამ ქვრივიშვილმა და დავით კაჭარავამ დაუსვეს.

„რამდენად ეფექტიანად მუშაობს "კომენდანტის საათი" და შეგვიძლია თუ არა გადავწიოთ ან საერთოდ გავაუქმოთ? გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა გადაადგილდება სამოქალაქო ტრანსპორტით, იმ დროს, როცა "კომენდანტის საათი" იწყება, მოსახლეობის ურავლესობა ერთდროულად ხვდება სამოქალაქო ტრანსპორტში, იქმნება მობილობის დიდი დონე, რაც დაავადების გავრცელების სერიოზულ რისკებს ქმნის“, - ჰკითხა დეპუტატმა დავით კაჭარავამ ეკატერინე ტიკარაძეს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ გადატვირთულია, ამაში მინისტრი პარლამენტარის შეფასებას დაეთანხმა, მაგრამ არ მიიჩნევს, რომ „კომენდანტის საათის“ გადაწევა პრობლემას მოაგვარებს. ეკატერინე ტიკარაძე უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მომხრეა.

„ნამდვილად ვთვლით და ვაფიქსირებთ, რომ ტრანსპორტი არის გადატვირთული. ჩვენ პირველი დღეებიდან, მას შემდეგ, რაც პანდემია დაფიქსირდა, დავაყენეთ საკითხი და შრომის ინსპექციის და ასევე ეპიდემიოლოგების მხრიდან მოწოდებაა, რომ ტრანსპორტმა მგზავრების 50%-იანი დატვირთვით იმუშაოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად შესაძლებელი გახდეს და დაემატოს ახალი ერთეულები როგორც მუნიციპალურ ავტოტრანსპორტში, ისე მეტროში, რომ დატვირთულობა არ იყოს, რაც ნამდვილად არის ინფექციის მაღალი გამავრცელებელი, თუმცა ამ ეტაპზე „კომენდანტის საათის“ დაწყების დროის წინ ან უკან გადაწევაზე საუბარი არ მიმდინარეობს, ვინაიდან ადამიანის ქცევიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღებთ ზუსტად იმ ეფექტს, რომელიც გვაქვს. „კომენდანტის საათის“ გადაწევა არაა გამოსავალი და მნიშვნელოვანია, ტრანსპორტის განტვირთვასთან დაკავშირებით უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.