05.დეკემბერი .2020 19:10

კომერციულ გაზზე ტარიფის ზრდა მოსახლეობას სხვა პროდუქტს გაუძვირებს - ლაშა ლაბაძე

კომერციულ გაზზე ტარიფის ზრდა მოსახლეობას სხვა პროდუქტს გაუძვირებს - ლაშა ლაბაძე
views 412
უკან

დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლაშა ლაბაძის შეფასებით, „თბილისი ენერჯის“ გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 2021 წლის 3 იანვრიდან ბუნებრივ აირზე კომერციული ტარიფის 86 თეთრიდან 1.10 ლარამდე იზრდება, მოსახლეობისთვის სხვადასხვა მომსახურებასა თუ პროდუქტზე გაზრდილ ფასებში აისახება. ამის შესახებ ლაბაძემ bm.ge-ის თემის კომენტირებისას განუცხადა.

„გაზის ღირებულების გაძვირება იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც თბილისშია, პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ ამ საკითხის ირგვლივ გვაქვს სხვადასხვა კითხვა. ზოგადად თუ "თბილისი ენერჯის" დოლარის კურსიდან გამომდინარე გაზის საფასური გაეზარდა, ეს მთლიან მოხმარებაზე მოხდა, სადაც ფიზიკური პირებიც შედიან და ბიზნესებიც. ამიტომ ვსვამთ კითხვას - ეს გადაწყვეტილება გარკევუწლილად დისკრიმინაციული ხომ არ არის, რადგან მოხმარების საფასური მხოლოდ ბიზნესისთვის გაძვირდა?

მეორე საკითხია ის, რომ პურის სექტორს არ გაუძვირეს გაზი, რათა პროდუქცია არ გაძვირებოდათ, ეს ნიშნავს იმას, რომ ვისაც შეეხო ტარიფის ცვლილება, გარდა პურისა, მათ წარმოებული პროდუქცია გაუძვირდებათ და ეს ბევრ რამეზე, მათ შორის ფასებსა და მომხმარებელზეც აისახება“, - განაცხადა ლაშა ლაბაძემ.

როგორც დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ „თბილისი ენერჯიმ“ დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო და გაზის ტარიფი მხოლოდ კომერციული სექტორისთვის გაზარდა, მოსახლეობას გაძვირებული გაზის არაპირდაპირი გზით დაფარვა მოუწევს.

„ვხედავთ გარკვეულ დისკრიმინაციას, იმაში რომ მხოლოდ ბიზნესს გაეზარდა ბუნებრივი აირის ტარიფი. გვესმის, რომ მოსახლეობისთვისაც რომ გაძვირებულიყო, სოციალურ პრობლემას წავაწყდებოდით, მაგრამ არაპირიდაპირ მათაც გაეზარდათ, რადგან თუ ტარიფი გაიზრდება, ეს ფასებშიც აისახება.
შეიძლება, კონკრეტულმა ფიზიკურმა პირებმა გაზის გაზრდილი გადასახადი არ გადაიხადონ, მაგრამ მათ ეს უნდა გადაიხადონ გაძვირებულ პროდუქტში არაპირდპაირი გზით“, - განმარტა დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა