მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიამ, რომელსაც კალაძე "გაშავებით" დაემუქრა, ვალდებულებების შესრულება დაიწყო

5eff493119764
ვიქტორია მღებრიშვილი
03.07.20 19:20
1235
„თუ ეს კომპანია (შპს "მშენებელი 2019") ორ კვირაში ვერ შეასრულებს სამუშაოს, გააგდეთ და გააშავეთ“, - რამდენიმე დღის წინ ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს და გლდანის რაიონის გამგებელს. საქმე ეხებოდა მუხიანში მდებარე სკვერს, სადაც თბილისის მერის თქმით, კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა.

დღეს კი გლდანის რაიონის გამგებელი კომპანია „მშენებლი 2019“-ის წარმომადგენლებს შეხვდა და სამუშაობის მიმდინარეობა შეამოწმა.

როგორც BM.GE-ს გლდანის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, თბილისის მერის დავალებით დღეს შედგა შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან და კომპანიას განესაზღვრა ორი კვირის ვადა, რათა დაასრულოს სამუშაოები.

„ამ ეტაპზე სამუშაოები დაწყებულია. გამგეობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მონიტორინგს“, - ამბობენ გლდანის გამგეობაში.

მათივე განმარტებით, აღნიშნული კომპანია დაჯარიმებულია შეჩერებული სამუშაოს გამო, ასევე, სამუშაო ვადის დარღვევის გამო კომპანიას ეკისრება პირგასამტეხლო.

„მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N5-6-7 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა არის 127 550 ლარი. კომპანია ჯარიმდება ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების ვადის დარღვევის გამო ყოველ გადაცილებულ დღეზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების 0,06 %. ჯარიმის ჯამური თანხა განისაზღვრება სამუშაოების დასრულების დროს”, - განმარტავენ გამგეობაში.