მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაქსების BUS LANE-ში დაშვება საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეაფერხებს - ელენე ხუნდაძე

6449403ea809d
ანუკა ჯოხაძე
28.04.23 10:25
761
“A-კატეგორიის ტაქსების ნაწილს შესაძლებლობა მიეცემა საავტობუსე ზოლებში იმოძრაონ“ - სიახლის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე ტაქსის ლიცენზიის მფლობელებს გუშინ აცნობა. თბილისის მერის თქმით, ნებართვას მხოლოდ იმ ტაქსის მფლობელები მიიღებენ, რომლებიც 10 წელზე ნაკლები წლოვანების ავტომობილებით ახორციელებენ მომსახურებას.

თბილისის მერიის ინიციატივას საავტობუსე ზოლებში ტაქსის მძღოლების დაშვებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე ექსპერტები. ელენე ხუნდაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება მერიის სატრანსპორტო რეფორმას ეწინააღმდეგება.

მისი თქმით, საავტობუსე ზოლებში ტაქსის მძღოლების გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას შეაფერხებს, ტრანსპორტი დაგეგმილ ბრუნებს ვერ შეასრულებს, რაც ავტობუსების გადატვირთვას გამოიწვევს.

“თბილისში მოქმედი სატრანსპორტო სისტემის მიხედვით ავტობუსის ზოლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი კონკრეტულ მონაკვეთებში ძალიან ხშირად დადის. დღეს ასეა მაგალითად ჭავჭავაძეზე და მთავარ არტერიულ ქუჩებზე. თუმცა ეს რეფორმა არ დასრულებულა და 200 ერთეული ავტობუსი რომ შემოვა, არის მონაკვეთები, სადაც ავტობუსი 40-50 წმ-ში ერთხელ უნდა მოვიდეს და წავიდეს.

ყოველ გაჩერებაზე, შუქნიშანზე და დატვირთულ მონაკვეთზე, სადაც ტაქსები ხშირად მოძრაობენ, თუ პატარ-პატარა შეფერხებები იქნება, მაგალითად 10წმ ან 20 წმ ავტობუსის საერთო წრე ბრუნზე იქონიებს უშველებელ ეფექტს. 

ეს მოცდენა არის ამოსავალი წერტილი იმისა, რომ ჩვენ იმდენი მგზავრი ვერ გადაგვყავს უკვე არსებული ავტობუსებით. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ავტობუსის საოპერაციო სიჩქარე, რაც დაგეგმილი საავტობუსე ქსელი გვაქვს, უნდა იყოს 20კმ/სთ. თბილისში 2017 წელს მთლიან ქალაქში იყო 14 კმ/სთ.

ახლა მონაკვეთებზე, სადაც ავტობუსის ზოლი არ არის, 10 კმ/სთ-ით, ანუ ფაქტობრივად ქვეითის სიჩქარით მოძრაობს ავტობუსი. 20 კმ/სთ-მდე ვერ ავა და ავტობუსი დაგეგმილ წრე ბრუნს არ გააკეთებს იმ სიხშირით, გვექნება ნაკლები ავტობუსი გზებზე", -აცხადებს ელენე ხუნდაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები