მთავრობის დავალებით, კონკურენციის სააგენტომ, რომელიც ასევე მთავრობის დაქვემდებარებაშია, საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი შეისწავლა. შესწავლის პირველადი შედეგები სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ გუშინ პრემიერს გააცნო, საღამოს კი სააგენტოს ვებგვერდზე აღნიშნული დოკუმენტი გამოქვეყნდა.
ამ კვლევის მიხედვით, კონკურენციის სააგენტო სახელმწიფოს არაერთ რეკომენდაციას აძლევს, მათ შორისაა გენერიკული მედიკამენტების სამედიცინო რეცეპტში მითითების წესების განსაზღვრა, ასევე GMP სტანდარტების დანერგვა. დოკუმენტი შეეხება თავად ფარმაცევტული კომპანიების სტრუქტურას და მათ ორგანიზაციულ მოწყობასაც. კონკურენციის სააგენტო სახელმწიფოს მოუწოდებს, დაწესდეს შემზღუდავი ნორმები ბაზრის ჰოლდინგურ სტრუქტურასთან მიმართებით.
კიდევ ერთი რეკომენდაციით, კონკურენციის სააგენტო მედიკამენტების ბაზრის გარკვეულ სეგმენტზე თავისუფალი ფასწარმოქმნის შეზღუდვის რეკომენდაციას გასცემს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს კონკრეტული მედიკამენტებისთვის შესაძლოა რეალიზაციის ღირებულების ჩარჩოები დაუწესდეთ. დოკუმენტის მიხედვით, თავისუფალი ფასწარმოქმნის შეზღუდვის საკითხი, ძირითადად, გენერიკული მედიკამენტების ფასებს ეხება.
"თავისუფალი ფასწარმოქმნის" პოლიტიკის გადახედვა - ევროპის 15 ქვეყნიდან, ე.წ. „თავისუფალი ფასწარმოქმნის პოლიტიკა“ მოქმედებს მხოლოდ 3 ქვეყანაში - გერმანია (მხოლოდ ახალი აქტიური ნივთიერების ავტორიზაციის პირველ წელს), დანია, გაერთიანებული სამეფო. ქვეყნების უმრავლესობა იყენებს ფასის რეგულირების სხვადასხვა კომბინირებულ მეთოდს, როგორიცა External reference pricing, Internal reference pricing, Volume based pricing და ა.შ.
სააგენტოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, ირკვევა, რომ ფასწარმოქმნა გენერიკულ მედიკამენტებზე და ასევე იმ მედიკამენტებზე, რომელთა იმპორტიც ქვეყანაში ხდება გენერიკული დასახელებით და საცალო ბაზარზე შემდეგში ხელმისაწვდომია კონკრეტული სავაჭრო დასახელებით, შესაძლოა, იყოს პრობლემური. საკითხის აქტუალურობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება გენერიკულ მედიკამენტებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად. ამ მიმართულებით სასურველია ფასის რეგულირების ევროპული პრაქტიკის გაზიარება,"
ფასწარმოქმნის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ კომპანიების ფასნამატი მედიკამენტებზე, რომლებიც ბაზარზე წარმოდგენელია სავაჭრო დასახელებით (ბრენდირებული მედიკამენტები), მსგავსია გენერიკული მედიკამენტებზე არსებული ფასნამატის (თანხობრივ ნაწილში). შედეგად, გენერიკული მედიკამენტების რეალიზაცია, ბრენდირებულ მედიკამენტებთან შედარებით, ხორციელდება გაცილებით მაღალი პროცენტული ფასნამატით. ფასწარმოქმნის ამგვარი მოდელი, არაგონივრულს ხდის მაღალი თვითღირებულების და შესაბამისად მაღალი საცალო ფასის მქონე მედიკამენტებზე არსებულ მოთხოვნას, მაშინ როდესაც ბაზარზე ხელმისაწვდომია გაცილებით დაბალი ფასის მქონე გენერიკი ან/და კონკრეტული სავაჭრო დასახელების მედიკამენტი
ამავდროულად, მაღალი თვითღირებულებისა და შესაბამისად მაღალი საცალო ფასის მქონე მედიკამენტების ბაზარზე არსებობა და მათზე ბაზრის მაღალი ხარისხის ინტეგრაციისა თუ შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობის შედეგად არსებული ხელოვნური/გარანტირებული მოთხოვნა, იმპორტიორ/მწარმოებელ, საბითუმო მიმწოდებელ და საცალო რეალიზატორ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, მედიკამენტებზე, რომელთა იმპორტიც ხორციელდება მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, მიიღონ მაღალი ფასნამატი. გარანტირებული/ხელოვნური მოთხოვნა ქმნის წინაპირობას, რომ კომპანიებმა მედიკამენტების ფასწარმოქმნასთან დაკავშრებით მიღებული გადაწყვეტილებები მიიღონ ყოველგვარი კონკურენტული წნეხის გამორიცხვის შედეგად, რაც საბოლოო ჯამში, ერთი მხრივ იწვევს მომხმარებლის/პაციენტის არაინფორმირებულ არჩევანს და მაღალი თვითღირებულების/საცალო ფასის მქონე მედიკამენტებზე არჩევანის შეჩერებას, ხოლო მეორე მხრივ, ამგვარ მედიკამენტებზე არსებული გარანტირებული მოთხოვნა შესაძლებელს ხდის გენერიკებზე გაცილებით მაღალი ფასნამატის მიღებას (პროცენტულ ნაწილში).
საბოლოო ჯამში, საცალო რეალიზაციის მონაცემებზე დაკვირვებით დგინდება, რომ თავისუფალი არჩევანის და გადაწყვეტილებების მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიღების შემთხვევაში (სავაჭრო დასახელების მქონე მედიკამენტების გენერიკებით ჩანაცვლების შემთხვევაში), შერჩეული ჯგუფისა და რამდენიმე კომპანიის მხოლოდ საცალო რეალიზაციის დონეზე, პაციენტი/მომხმარებელი დაზოგავდა საშუალოდ 16 მილიონ ლარს", - ნათქვამია დოკუმენტში.
ჰოლდინგური სტრუქტურის შეზღუდვა - კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაცია:
საქართველოს წამყვანი სააფთიაქო ქსელები, არიან ჰოლდინგური კომპანიის შემადგენლები და აღნიშნული ჰოლდინგები წარმოდგენილი არიან როგორც მედიკამენტების საცალო და საბითუმო რეალიზაციის სექტორში, ასევე ჰოსპიტალურ და სადაზღვევო სექტორებშიც, ცალკეულ შემთხვევაში კი მათთან დაკავშირებულია ფარმაცევტული წარმოებაც. იმ შემთხვევაში თუკი სახელმწიფო მსგავს ჰოლდინგებზე შემზღუდავ ნორმებს დააწესებს, ბაზრის წამყვანი მოთამაშეები, მათი ქსელები და შემადგენელი კომპანიები მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგებიან.
“ბაზრის ჰოლდინგური სტრუქტურის შეზღუდვა - სააგენტოს პოზიციით, მნიშვნელოვანია კონკრეტული რეგულირების ქვეშ მოექცეს მედიკამენტების იმპორტიორი/საბითუმო და საცალო მიმწოდებელი ეკონომიკური აგენტების მიერ არაპროფილური საქმიანობების განხორციელება, რაც გამორიცხავს ბაზრის ამგვარი სტრუქტურის შესაძლო უარყოფით შედეგებს მომხმარებელზე და ბაზრის ზოგად კონკურენტუნარიანობაზე.
ბაზრის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ინტეგრაციის შესაძლო უარყოფითი შედეგების კონტროლი - მნიშვნელოვანია რეკომენდაციების 1.1 და 1.2 ნაწილების გათვალისწინებით, დეტალურად გაიწეროს ფარმაცევტის და მედიკამენტების საბოლოო მომხმარებლამდე მიტანის ვალდებულებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი კონკურენტული გარემო;
ბაზარი ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ინტეგრირებულია - მსხვილი კომპანიები საცალო ბაზარზე წარმოდგენილი არიან ქსელური აფთიაქებით - ჰორიზონტალური ინტეგრაცია. თავად ახორციელებენ პროდუქტის იმპორტს, წარმოებას და საბითუმო მიწოდებას - ვერტიკალური ინტეგრაცია. ფლობენ კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიებს. აღნიშნული კონკრეტულ ჰოლდინგურ ჯგუფს/ჯგუფებს ანიჭებს საბაზრო ძალას, იქონიოს/იქონიონ მნიშვნელოვანი გავლენა მედიკამენტების გამოწერაზე პასუხისმგებელ პირებზე და რის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები შესაძლოა არ გამომდინარეობდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან და შეესაბამებოდეს კონკრეტული ჰოლდინგური ჯგუფის/ჯგუფების კომერციულ და ბიზნეს ინტერესებს. ამგვარი ინტეგრაცია ევროპის რიგ ქვეყნებში - მათ შორის ქსელური აფთიაქების ფლობაც კი აკრძალულია, თუმცა არსებობს შედარებით რბილი მიდგომაც, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიდერლანდებში და ა.შ,”- ნათქვამია დოკუმენტში.
სხვა რეკომენდაციები კი ასე გამოიყურება:
გენერიკული ჩამანაცვლებლის მითითება - სასურველია რეცეპტის/დანიშნულების დონეზე ძირითად გენერიკთან ერთად მიეთითოს სულ მცირე ერთი დამატებითი ჩამანაცვლებელი გენერიკი;
მხოლოდ გენერიკული რეცეპტი/დანიშნულება - წარმოადგენს ჩამანაცვლებელ პროდუქტებს შორის კონკურენციის უზრუნველყოფისა და გენერიკების საბაზრო წილის ზრდის ყველაზე მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ საშუალებას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ