ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით, რიგით მესამე კონკურსი „საქართველოს საუკეთესო სომელიე“ გაიმართა. ფინალურ ეტაპზე, საკონკურსო დავალებების შედეგების შეჯამების შედეგად, 2022 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიე კობა აბრამიშვილი გახდა.
კონკურსის ჟიურის წევრმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ სომელიეს პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში ის ერთ-ერთ განსაკუთრებულ როლს თამაშობს.
„სომელიეს პროფესია უკვე დამკვიდრდა და აქტიურად ვითარდება საქართველოში. მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც ღვინის ინდუსტრიაშია ჩართული, დააფასონ ეს პროფესია, რადგან სწორედ სომელიე წარუდგენს მომხმარებელს ღვინოს და გადასცემს ინფორმაციას ღვინის კულტურასა და ისტორიაზე, ამ პროფესიის ადამიანია უშუალო შუამავალი ღვინის მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ღვინის სწორი მოხმარების კულტურა დაინერგოს, რაშიც სომელიეებს დიდი როლი აკისრიათ“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
კონკურსში მონაწილეობდა 10 სომელიე, რომელთაგან სამი ფინალურ ეტაპზე გადავიდა. რამდენიმე საკონკურსო დავალების შედეგების შეჯამების შედეგად, ჟიურიმ კონკურსის გამარჯვებული სომელიე კობა აბრამიშვილი გამოავლინა.
კონკურსის ჟიურის საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი თავმჯდომარეობდა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თამარ მეტრეველი, ასევე დარგის სხვა ექსპერტები.
კონკურსის საპატიო სტუმარი იყო უკრაინის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, ივან ბაჩურინი.
ღონისძიების ფარგლებში, „საქართველოს საპატიო სომელიეს“ წოდება რეჟისორებს ნანა ჯორჯაძეს და ოთარ იოსელიანს, სცენარისტ თამარ ბართაიას, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორს, მეცნიერ დავით ლორთქიფანიძე და მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს მიენიჭათ. საქართველოს მეღვინეობის დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ დაწესებული „ქართული ღვინის ორდენი“ შპს ღვინის ლაბორატორიის დირექტორს, ირმა ჭანტურიას გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი