მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუისის გამო, ჩინეთში კომპანიები თანამშრომლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ

5e2ea531674de
ნათია თაქთაქიშვილი
27.01.20 13:05
791
კომპანიები ჩინეთში პერსონალს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, რათა  მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელება შეანელონ. ამის შესახებ BBC წერს.

ასევე კომპანიების მენეჯმენტი დაზარალებული რეგიონებიდან დაბრუნებულ თანამშრომლებს ურჩევს სამსახურში მისვლისგან თავი შეიკავონ.

სოციალური პლატფორმა TikTok, ტექ-კომპანია Tencent, ჩინეთში ცნობილი რეტორნების ქსელი Haidilao და სხვა კომპანიები ადასტურებენ, რომ ოფისები და მათი ფილიალები მინიმუმ 8 თებერვლამდე დახურული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსით 80 ადამიანი დაიღუპა ჩინეთში  და თითქმის 3000 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა მთელს მსოფლიოში.