მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსი და ბავშვები - რამდენად საშიშია რეალურად ვირუსი მცირეწლოვნებისთვის?

5e8b731b9e5a9
მარიამ ადამია
07.04.20 00:00
3341
ბევრი ითქვა და დაიწერა იმის შესახებ, რომ ბავშვები შედარებით დაცულები არიან კორონავირუსისგან. გავრცელებული ინფორმაციით, ინფექცია სახიფათო და მომაკვდინებელიც არის ხანდაზმულ ასაკში, ხოლო ბავშვებისთვის, როგორც ამბობენ საშიში არ არის.

ანუ კითხვაზე შეიძლება თუ არა ბავშვი დაინფიცირდეს კორონავირუსით, ცხადია პასუხი არის დადებითი, მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში გვარწმუნებდნენ პირიქით, თუმცა გამონაკლისია იმ კუთხით რომ მათ გაცილებით მარტივად გადააქვთ და მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ. ასეთია ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნა. ასევე ფაქტია ისიც, რომ სერიოზული, მაგალითად სიმსივნური დაავადებების მქონე ბავშვებიც მარტივად უმკლავდებიან ინფექციას. სიმპტომები დაახლოებით იგივეა, რაც მოზარდებში – ცხელება, ხველა, სურდო და ცემინება. ვირუსი გამოიხატება მხოლოდ ზედა სასუნთქ გზებში და შესაბამისად არ გადადის ფილტვებზე, არ ემართებათ პნევმონია და არ უქმნის საფრთხეს მათ სიცოცხლეს. თუმცა რატომ ხდება ასე, მეცნიერები ჯერ დადგენის პროცესში არიან, გამომდინარე იქედან, რომ თავად ვირუსის ეს ტიპი მათთვის ახალია.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, 19 წლამდე ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა 72 ათას 314 დაავადებულს შორის მხოლოდ 2%-ია. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი 1%-ი, სამწუხაროდ გასულ კვირას ილინოისის შტატში 1 წლის ბავშვი გარდაიცვალა კორონავირუსის დიაგნოზით.

შემთხვევათა უმეტესობა ახალგაზრდებში ფიქსირდება, გამომდინარე იქედან, რომ ისინი ყველაზე ხშირად გადაადგილდებიან ქუჩაში, ურთიერთობა აქვთ თანამშრობლებთან და ერთმანეთს აინფიცირებენ.

კიდევ ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა, შეიძლება თუ არა, ბავშვებმა, მსუბუქი ან არავითარი ავადმყოფობით, კორონავირუსიი გადასცეს სხვას?

პასუხი ამ შემთხვევაშიც დადებითა, მათ ეს შეუძლიათ. ისინი გადასცემენ ინფექციას, განსაკუთრებით ოჯახის წევრებს და მოხუც ნათესავებს. მეტიც, ისინი ინფექციის მთავარი დისტრიბუტორები არიან. ასეთია მოსაზრებები, სინამდვილეში კი ამ ვირუსის შესახებ ძალიან ცოტა რამ იციან თავად ექიმებმა და მეცნიერებმაც.

ისევ სტატისტიკას რომ დავეყრდნოთ, ფაქტია, რომ გარდაიცვალა 14 წლის ასაკის მოზარდი.. ასევე, 12 წლის გოგონა გარდაიცვალა ინფექციით ბელგიაში. დიდი ბრიტანეთში, Covid-19–ით გარდაიცვალა 18 წლის და ასევე 13 წლის ბიჭი. ანუ მსხვერპლი რეალურად არის ამ ასაკობრივ კატეგორიაშიც, თუმცა არა მასშტაბური.

რაც შეეხება ახალშობილებს, Covid-19-მა შესაძლოა გავლენა მათზეც იქონიოს და ამის დადასტურებული მინიმუმ ორი შემთხვევაა - ერთი ვუჰანში, ჩინეთში და ერთი ლონდონში, დიდ ბრიტანეთში. ჯერჯერობით უცნობია დეტალები, თუმცა ორივე შემთხვევაში, მათმა დედებმა ტესტირებაზე დადებითი აჩვენეს.

ახლა რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ დავიცვათ ბავშვები Covid-19–ისგან? ერთადერთი გამოსავალი ისევ და ისევ ჰიგიენა და სოციალური დისტანციაა და რაც მთავარია აუცილებელია მშობლები ბავშვებს კორონავირუსის შესახებ ესაუბრონ, რომ ის არ არის სასიკვდილო, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაუფრთხილდნენ თავს.