მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის 16 158 აქტიური შემთხვევა – 11 ნოემბრის სტატისტიკა

5fac0d47de72a
თამთა ჯიჯავაძე
11.11.20 23:50
667
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 11 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 16 158 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 63 650 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 2 911 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 49 811-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 566-ს შეადგენს.

გარდა ამისა, 11 ნოემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 2 656 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 3 181 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 4 878 პირია.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 1 012 265 მეტი PCR ტესტია ჩატარებული.