მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის 16 981 აქტიური შემთხვევა – 13 ნოემბრის სტატისტიკა

5faec896b3ae2
თამთა ჯიჯავაძე
13.11.20 23:50
938
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 13 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 16 981 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 73 154 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 3 473 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 55 511-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 636-ს შეადგენს.

გარდა ამისა, 13 ნოემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 2 447 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 3 413 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 4 957 პირია.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 1 033 119 მეტი PCR ტესტია ჩატარებული.