მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში დაფიქსირდა - COVID - რუკა

5f6af8d221b1e
ინგა მურუსიძე
23.09.20 11:19
1023
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში გამოვლინდა.

მისივე ინფორმაციით, თბილიში გამოვლინდა - 34 ახალი შემთხვევა, რუსთავში - 4, იმერეთში - 14, გურიაში - 4, დუშეთში -1 და ზუგდიდში - 2.

ამასთან, მარინა ენდელაძის თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 3 მძიმე პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება გარდაცვლილს, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 24-ე პაციენტს კორონავირუსზე სამჯერადად ტესტი უარყოფითი ჰქონდა, თუმცა თანმდევი დაავადებების გამო, მდგომარეობიდან მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა

„გარდაცვლილი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში 18 აგვისტოს შემოვიდა. ის ერთ-ერთი რაიონიდან გადმოიყვანეს ჩვენთან, უკვე ორმხრივი პნევმონიით. გარდა ამისა, მამაკაცს ხორხის კიბოს გამო ოპერაცია ახალი გადატანილი ჰქონდა. მამაკაცს აღენიშნებოდა ასევე ანემია, თრომბოემბოლია. მისი მდგომარეობა კოვიდ 19-ის მხრივ გაუმჯობესდა, 3-4 სექტემბერს ტესტი კორონავირუსზე ორჯერადად იყო უარყოფითი, ასევე 11 სექტემბერს ისევ უარყოფითი პასუხი მივიღეთ, თუმცა მისი მძიმე ფონური დაავადების გამო პაციენტის გამოყვანა მდგომარეობიდან ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ენდელაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციისთვის, დღეს კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გაოვლინდა. სულ გარდაცვლილია 24 ადამიანი.