მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოს 50 წლის მოქალაქეს დაუდასტურდა

5ff31e18d50e3
თამთა ჯიჯავაძე
04.01.21 17:50
2010
კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოს 50 წლის მოქალაქეს დაუდასტურდა - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

უწყების ცნობით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის იმყოფება იზოლაციაში. დადგენილია მისი კონტაქტები.

"სულ კვლევაში იყო 3 საეჭვო შემთხვევა. 2 შემთხვევაში ამ შტამის არსებობა არ დადგინდა. ხოლო ერთ, დეკემბრის თვეში აღებულ ნიმუშში, დადასტურდა ახალი „ბრიტანული“ შტამის S გენისათვის დამახასიათებელი მუტაცია", - აღნიშნულია NCDC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ბრიტანეთში გამოვლენილი მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში და დღეისათვის არსებული მონაცემებით შესაძლოა უკავშირდებოდეს ვირუსის უფრო ადვილად გავრცელებას, მაგრამ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე გავლენას არ ახდენს

ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი რამდენიმე კვირის წინ დააფიქსირეს, რის შემდეგაც ამ ქვეყანასთან მიმოსვლა არაერთმა სახელმწიფომ შეზღუდა.