მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო, Starbucks-ი ყავის მოყვარულებს ერთჯერადი ჭიქის გამოყენებისკენ მოუწოდებს

5e622f25e13a7
ნათია თაქთაქიშვილი
06.03.20 15:21
1260
ცოტა ხნის წინ მსოფლიოში ცნობილმა კომპანია Starbucks-მა თავის მომხმარებელს ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენებისკენ მოუწოდა, რაც მათი აზრით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებაში დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კომპანია 10%-იან ფასდაკლებას შესთავაზებს ნებისმიერ პირს, ვინც მაღაზიაში ერთჯერადი ან საკუთარი ჭურჭლით გამოცხადდება. შეთავაზება ძალაშია კანადურ და ამერიკულ ფილიალებში.

Starbucks-ის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტის და კომპანიის ამერიკული და კანადური ფილიალების პრეზიდენტის, როზან უილიამსის თქმით, აღნიშნული ზომებით კომპანია ცდილობს, შეამციროს ვირუსის გადაცემის რისკი მომხმარებლისგან თანამშრომელზე და - პირიქით.

სხვადასხვა მონაცემით, Starbucks-ის ყავახანებში საკუთარი ჭიქებით მომხმარებელთა, დაახლოებით, 5% დადის.

კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, ყავახანები რეგულარულ სანიტარულ დამუშავებას გადიან, თანამშრომლებმა გადამზადება გაიარეს, თუ როგორ იმოქმედონ, თუკი ისინი დაავადებულ ადამიანს დაინახავენ, როგორ გაუწიონ დახმარება.

გარდა ამისა, კომპანიამ შეზღუდა თანამშრომლების საქმიანი ვიზიტები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – საზღვარგარეთ. გარდა ამისა, შეცვალა დიდი საქმიანი ღონისძიებების ფორმატი.