მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო ტოკიოში Disney-ის პარკები დაიხურება

5e58f04a10ee5
ნათია თაქთაქიშვილი
28.02.20 22:30
851
Disney-ი იაპონიაში პარკებს ორი კვირის განმავლობაში დახურავს, რადგან ახალი კორონავირუსი კვლავ ვრცელდება. ტოკიოს Disneyland და DisneySea 15 მარტამდე დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, პარკების დახურვა თანხვედრაშია იაპონიის მთავრობის განკარგულებასთან, რომელიც მიზნად ისახავს მასობრივი თავშეყრის ადგილების შემცირებას კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად.

ტოკიოს Disneyland-ი და DisneySea-ი აცხადებენ, რომ ვიზიტორებს პარკის ბილეთებში და სასტუმროებში გადახდილი საფასური აუნაზღაურდებათ. Disney-ისთვის ტოკიოს პარკების დახურვა ახალი დარტყმაა, რადგან კომპანიამ გასულ თვეს უკვე დახურა პარკები შანხაისა და ჰონგ-კონგში.

თებერვალში Disney-მ განაცხადა, რომ პარკების დახურვა მიმდინარე კვარტალში კომპანიის მოგებას 280 მილიონი აშშ დოლარით შეამცირებს.