მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Comcast-მა და Disney-მ სტრიმინგპლატფორმა Hulu-ს შესაფასებლად საინვესტიციო ბანკები დაიქირავეს

hulu

Comcast-მა და Disney-მ მათი მართვის ქვეშ არსებული სტრიმინგსერვისის Hulu-ს შესაფასებლად საინვესტიციო ბანკები დაიქირავეს. შემდეგი ნაბიჯი სტრიმინგსერვისის ერთი მფლობელის მართვის ქვეშ დაქვემდებარებაა, რასაც კომპანიები თითქმის ხუთი წელია ცდილობენ. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

Comcast-მა, რომელიც Hulu-ს მესამედს ფლობს, Morgan Stanley დაიქირავა, ხოლო Disney-მ, რომელიც  დანარჩენ ორ მესამედს ფლობს, JPMorgan Chase დაიქირავა.

თითოეულ ბანკს Hulu-ს სამართლიანი ღირებულების დადგენა ევალება. Comcast-ის, Disney-ის, Morgan Stanley-სა და JPMorgan-ის წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხის კომენტირებისგან თავს იკავებენ.

1 ნოემბერს Comcast-ს შეუძლია Disney-ს თავისი 33%-იანი წილის შეძენა აიძულოს, ან/და Disney-ს Comcast-ისგან აქციების შეძენის შესაძლებლობის გამოყენება შეუძლია. ამას სტრიმინგპლატფორმის მმართველი კომპანიების მიერ წლების წინ დადებული შეთანხმება ითვალისწინებს. ამის შემდეგ Morgan Stanley და JPMorgan Hulu-ს ღირებულების შეფასებას დაიწყებენ.

თუ ორი ბანკის საბოლოო შეფასებებში მხოლოდ 10%-იანი სხვაობა იქნება, Hulu-ს ღირებულება ამ განსხვავების საშუალო ფასი იქნება, რომლის 33% Disney Comcast-ს გადაუხდის. თუ ორი ბანკის საბოლოო შეფასებებში სხვაობა 10%-ზე მეტი იქნება, მაშინ კომპანიები შეფასების გასაკეთებლად მესამე საინვესტიციო ბანკს დაიქირავებენ.

ცნობისთვის: თითქმის ხუთი წლის წინ, Comcast-მა და Disney-მ  უჩვეულო შეთანხმება დადეს მას შემდეგ, რაც Disney-მ Fox-ის აქტივების უმეტესი ნაწილი $71 მლრდ-ად შეიძინა, მათ შორის Fox-ის პატარა წილები Hulu-ში. ამ გარიგებით Disney-მ Hulu-ზე კონტროლი მოიპოვა, ვინაიდან Disney სტრიმინგის სერვისის მესამედს უკვე ფლობდა.

Comcast-ს Disney-სთვის Hulu-ში წილის დაუყოვნებლივ მიყიდვა არ სურდა, რადგან თვლიდა, რომ სტრიმინგის სერვისის ღირებულება 2019-იდან 2024 წლამდე გაიზრდებოდა. მიუხედავად ამისა, Comcast-ის ხელმძღვანელებმა ასევე გააცნობიერეს, რომ კომპანიას აღარ ექნება ოპერატიული კონტროლი კომპანიის მომავალზე, შესაბამისად, Disney-მ და Comcast-მა შეიმუშავეს გარიგება, რომლითაც Comcast-ს ბიზნესის სავარაუდო შეფასებაში მონაწილეობის მიღება შეეძლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები