მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გავლენა სადაზღვევო ინდუსტრიაზე - "პსპ დაზღვევის" დირექტორის შეფასება

5ecfe779ccd6d
ნუცა ბაზლიძე
28.05.20 22:20
1116
„მაშინ, როცა სადაზღვევო სფეროს ზრდის ტემპი იყო დაჩქარებული და ძალას იკრებდა, ძალიან ცუდად მოგვისწრო კოვიდ-19-მა. მან შეცვალა ყველაფერი და მათ შორის დაზღვევა“, - ამის შესახებ „პსპ დაზღვევის“ დირექტორმა სოფია ლებანიძემ გადაცემა #ქალებისნარატივში აღნიშნა.

მისი განმარტებით, ამ პერიოდში „პსპ დაზღვევას“ ერთგვარი ანტიკრიზისული გეგმის ჩამოყალიბებაც მოუწია, რაც კონტრაქტორ, პარტნიორ კომპანიებთან აქტიურ თანამშრომლობასა და მათთვის ხელის შეწყობას მოიაზრებს.

გადაცემაში საუბრისას, სოფია ლებანიძე აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც „პსპ დაზღვევა“ დისტანციურად მუშაობის თვალსაზრისით ახალ რეჟიმზე გადაეწყო, მათ დაიწყეს იმაზე ფიქრი, თუ რა უნდა გაეკეთებინათ ტემპის შესანარჩუნებლად. მისი განმარტებით, ახალ პროდუქტებზე ფიქრი ამ პერიოდშიც გაგრძელდა.

სადაზღვევო ინდუსტრიაზე კორონავირუსის გავლენაზე საუბრისას, სოფია ლებანიძემ ელექტრონული სერვისების გააქტიურების საკითხი გამოყო.

„ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც დაზღვევის პორტალი გააკეთა და ძალიან გვიჭირდა ამ ტექნოლოგიების ადამიანებთან მიტანა, მათ ერჩივნათ პირისპირ კომუნიკაცია. ამ სიტუაციაში კი, ეს ციფრული არხები რომ არ ყოფილიყო, ბევრ ადამიანს არ ექნებოდა საშუალება სადაზღვევო სერვისები მიეღო. ამ თვალსაზრისით, კოვიდ-19-ს მომზადებულები დავხვდით“, - დასძენს სოფია ლებანიძე.