მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ გამოვრიცხავთ, რომ სადაზღვევო პაკეტები გაძვირდეს - PSP დაზღვევა

დაზღვევა

"სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილება ინდუსტრიაზე ისახება და არ გამოვრიცხავთ, რომ სადაზღვევო პრემიერი გაიზარდოს", - ამის შესახებ "პსპ დაზღვევის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, სოფო ლებანიძემ "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა.

საქმე ის არის, რომ ყველა მოქალაქისთვის ონკოქირურგიის სახელმწიფო დაფინანსება 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. იმ ბენეფიციარებს, რომლებიც კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართულნი არიან, დამდგარი შემთხვევა უპირატესად უფინანსდებათ კერძო სადაზღვევო კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ გადახდილი თანხის შემდგომ დარჩენილი თანხა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აღნიშნული ლიმიტი 15 ათასი ლარია.

სოფო ლებანიძის თქმით, ბიზნესი ცვლილებაზე ინფორმირებული არ იყო.

"სამწუხაროდ, ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ სიახლეს ახლავს, არის ის, რომ ბიზნესი ინფორმირებული არ იყო. ცვლილება გავლენას ახდენს ფინანსების კომპონენტზე. რეალურად, ცვლილება ეხება ინდუსტრიას და იმ 700 ათასზე მეტ პირს, რომელიც კორპორაციულ სქემაშია ჩართული. სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილება ისახება ინდუსტრიაზე და არ გამოვრიცხავთ იმას, რომ სადაზღვევო პრემიები გაიზრდება"

- ანუ მოქალაქეებს დაზღვევა გაგვიძვირდება?

"- დიახ. ეს გადაწყვეტილება ასახული იქნება ახალ ხელშეკრულებებში. სახელმწიფო გადაწყვეტილება ეხება არა მხოლოდ სამომავლო ხელშეკრულებებს, არამედ დიდი გავლენა აქვს მიმდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობებზე. სადაზღვევო ინდუსტრიას პრობლემა აქვს ცვლილებების ასახვაში", - განაცხადა სოფო ლებანიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები