მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გავრცელების მხრივ თბილისი და აჭარა ლიდერობენ - stopcov.ge

6103a3a9bb553
ინგა მურუსიძე
30.07.21 11:05
280
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 126 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 775 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 351 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.59% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.09 %.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 712 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 243 შემთხვევა, აჭარა - 419, იმერეთი - 273, ქვემო ქართლი - 149, შიდა ქართლი - 102, გურია - 71, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 142, კახეთი - 175, მცხეთა-მთიანეთი -75, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 273 საიდანაც 5 547 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 880, აჭარაში - 557, იმერეთში - 773.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 076 პირი, მათ შორის, თბილისში - 505, აჭარაში - 91, იმერეთში -248. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 4, იმერეთში - 18. 1 963 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 048 - თბილისში, 605- აჭარაში. 1 763 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 46, ხოლო აჭარაში - 8.

სულ 6 ოქტომბრიდან - 29 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 982 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 035 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 523, პირი, აჭარაში - 3 833, იმერეთში - 2 205", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.