მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების ფონზე საფონდო ბირჟების ინდექსები მცირდება

5f9a661ebcb1c
ნათია თაქთაქიშვილი
29.10.20 15:07
924
მეორე დღეა საფონდო ბირჟებზე მნიშვნელოვანი რყევები შეინიშნება და ინდექსები მცირდება. მიზეზი კორონავირუსის მეორე ტალიღისგან გამოწვეული შედეგებია, რომელიც ეკონომიკის აღდგენას ისევ აფერხებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, აშშ-ს საფონდო ბირჟების ინდექსები 3.4%-ით არის შემცირებული, დიდი ბრიტანეთის FTSE 100-ის ინდექსმა 2.6%-ით იკლო, ასევე 4.2%-ით არის შემცირებული გერმანული Dax-ის საფონდო ბირჟის ინდექსი.

BBC-ი წერს, რომ საფონდო ბირჟების ინდექსების შემცირება ინვესტორების მიერ აქტივების მაშტაბურ გაყიდვას უკავშირდება.

საფონდო ბირჟებზე ასევე შემცირებულია წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების აქციის ფასები, მაგალითად Google-ის, Facebook-ის და Twitter-ის აქციების ღირებულებამ 5 პროცენტზე მეტით იკლო.

ასევე ნეგატიური განწყობა შეინიშნება აზიის ბაზრებზე, ავსტრალიის ASX 200-ის საფონდო ბირჟის ინდექსი 1.6%-ით შემცირდა, ხოლო ჰონგ კონგში Hang Seng-ის ინდექსი 1,2% -ით დაეცა. რაც შეეხება საფრანგეთის CAC 40-ის საფონდო ბირჟის ინდექსს, ის 3.4%-ით არის შემცირებული, აღნიშნული საფონდო ბირჟის ინდექსის შემცირებით ყველაზე მეტად ფრანგულმა ავტოკონცერნმა Renault-მ იზარალა, რადგან მის აქციებზე ღირებულება 8%-ით დაეცა.