მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პარლამენტი მოქალაქეთა განცხადებებს და კორესპონდენციას ახალი წესით მიიღებს

5e6f1d29e5162
ელენე გოგბერაშვილი
16.03.20 10:38
1403

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, საქართველოს პარლამენტი მოქალაქეთა განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენციას ახალი წესით მიიღებს.

როგორც პარლამენტის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული,  მოქალაქეთა განცხადებების მიღება მოხდება პარლამენტის სასახლეში განთავსებული სპეციალური საფოსტო ყუთის მეშვეობით. 

"ყუთი უსაფრთხო წესით დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაიხსნება და დოკუმენტები ადრესატებს გადაეცემათ.

დოკუმენტების გამოგზავნა შესაძლებელია აგრეთვე:

ელექტრონულად, ელფოსტის მისამართზე: contact@parliament.ge
ფოსტით, მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზირი 8, ინდექსი − 0118.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 032 2 28 26 24.

საქართველოს პარლამენტი მოგიწოდებთ, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავოთ პარლამენტის სასახლეში მოსვლისგან, რათა ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, მაქსიმალურად შეიზღუდოს ადამიანებს შორის უშუალო კონტაქტი ვითარების სტაბილიზაციამდე", - ნათქვამია განცხადებაში.