მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

64a2cea733fb3
BM.GE
03.07.23 17:39
561
პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით, 73 ხმით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი სხდომაზე პარლამენტის წევრმა ბაია კვიციანმა წარადგინა.

როგორც ინიციატორი ამბობს, ახალი კანონმდებლობა ხელს შეუწყობს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე სრულფასოვან მართვას და აღადგენს მომხმარებელთა და უფლების მფლობელთა ნდობას სისტემის მიმართ.

"შეიქმნება ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში კონტროლის სისტემას გააძლიერებს. დაინერგება კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის, მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ახლებური მექანიზმი, ჰონორარის სამართლიანი განაწილებისა და ტარიფების დადგენის პრინციპები. დეტალურად გაიწერება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნის, ასევე მისი რეგისტრაციისა და აკრედიტაციის წესები და პირობები, განისაზღვრება აკრედიტაციის მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანო და კოლექტიური მართვის ორგანიზაციის ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები. ასევე გაიწერება კოლექტიური მართვის ორგანიზაციის წევრობის წესები, წევრთა საერთო კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებები, საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები და ხელმძღვანელი პირების ვალდებულებები", - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საავტორო უფლებათა ასოციაცია ითხოვდა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მსჯელობის შეჩერებას და ცვლილებებზე მუშაობის თავიდან დაწყებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები