მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის სამართავად მობილიზებული 5000 საწოლიდან 2500 დაკავებულია - მინისტრი

6076a67bb49e5
ინგა მურუსიძე
14.04.21 12:38
321
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის სამართავად მობილიზებულია 5000 საწოლი და მათგან 2500 დაკავებულია. როგორც მან განმარტა, საწოლფონდის გაზრდა არ არის გამოსავალი, ვინაიდან ექიმების განსაზღვრული რაოდენობა გვყავს და ეს ასე სწრაფად ვერ შეიცვლება.

„დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში გვაქვს 8 000 აქტიური შემთხვევა, რომელთაგან ნაწილს ვმართავთ ჰოსპიტალურ სექტორში, ნაწილს – სასტუმროებში, ნაწილს – ბინაზე. ეს პრინციპი და მიდგომა რჩება. შემოდგომაზე, ჯამში, იმართებოდა 20 000 საწოლი, მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიზრუნოთ, არ გავრცელდეს ინფექცია და არ გვქონდეს იმის ილუზია, რომ სექტორს ამაზე ბევრად მეტის შესაძლებლობა ექნება. სექტორს ეს შესაძლებლობა არ ექნება, ვინაიდან გვყავს ექიმების ლიმიტირებული რაოდენობა. 

თუ არ იქნება დაცული არანაირი რეგულაცია და ინფექცია გავრცელდება, მოლოდინი, რომ ასეთ შემთხვევაში გვექნება საშუალება, 20 000 და 30 000 საწოლს მოვემსახუროთ, ეს რეალობა არ დაგვიდგება“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.