მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად €9.5 მილიარდზე მეტი შეგროვდა

5ecd1518ded29
ნათია თაქთაქიშვილი
26.05.20 17:27
920
ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და წამლების შესაქმენლად გლობალური კამპანიის ფარგლებში უკვე 9.5 მილიარდ ევროზე მეტი შეგროვდა. ამის შესახებ Deutsce Welle ევროკომისიის თავმჯდომარე, ურსულა ფონ დერ ლაიენზე დაყრდნობით წერს.

„არაჩვეულებრივი შედეგია, მარათონის „გლობალური პასუხი“ პირველ მსხვილ ეტაპს მივაღწიეთ, რომელსაც ევროკომისია ხელმძღვანელობს“, - დაწერა მან Twitter-ზე.

ჯერ კიდევ 4 მაისს, ფონ დერ ლაიენმა დონორთა საერთაშორისო ონლიან-კონფერენცია გამართა. აშშ-მა ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა. პირველ ეტაპზე 7.4 მილიარდი ევრო შეგროვდა.

ამ ინიციატივის მიზეზი - გლობალურ დონეზე ვაქცინების და წამლების შესაქმენლად კვლევების კოორდინაციაა. პრეპარატების შექმნისთანავე ისინი ყველა სახელმწიფოსთვის იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის ყველაზე ღარიბებისთვის.

26 მაისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 5,601,521 შეადგინა, გარდაიცვალა 348,132 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2,381,280 ინფიცირებული.