მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის წინააღმდეგ ექსპერიმენტული პრეპარატის ეფექტურობაზე იმედი იზრდება - The Guardian

5e689d9da1626
ნათია თაქთაქიშვილი
11.03.20 13:40
6103
ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანიის მიერ წარმოებული წამალი კორონავირუსის ეფექტური მკურნალობის იმედს იძლევა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

როგორც კომპანია Gilead Science-ი აცხადებს, პრეპარატმა Remdesivir-მა წარმატებით გაიარა პირველი კლინიკური ტესტირება Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში, თუმცა ოფიციალური შედეგები შემდეგ თვეში იქნება ცნობილი.

როგორც გამოცემა წერს, რიგ ქვეყნებში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების სამკურნალოდ, ექიმები მათი ნებართვით პრეპარატს უკვე იყენებენ.

პრეპარატის გამოყენება პირველად ჩინეთში მოხდა თებერვლის დასაწყისში, შემდეგ აშშ-სა და იტალიაში. ბრიტანული გამოცემის ცნობით, აღნიშნული პრეპარატით ჩატარებული კურსის შემდეგ პაციენტები განიკურნენ როგორც - ჩინეთში, ასევე აშშ-სა და იტალიაში, თუმცა, აუცილებელია, პრეპარატის სრული გამოცდა და დადგენა, ამსუბუქებს თუ არა პრეპარატი სიმპტომების სიმძიმეს და ამცირებს თუ არა სიკვდილიანობის მაჩვენებელს.

მიმდინარე ცდებმა კი ცხადყო, რომ Remdesivir-ი ანადგურებს ვირუსს ორგანიზმში. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, კომპანია აცხადებს, რომ თუკი პრეპარატის მიღებას პაციენტი დროულად დაიწყებს, ის კლავს კორონავირუსის ტიპ Sars-სა და Mers-ის ვირუსებს.

აღნიშნულის გამო, ამ ეტაპზე Remdesivir-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იმედის მომცემი პრეპარატი გახდა.